ფეხბურთი

18:00 | 14.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" და "ვიტ ჯორჯიამ" ლიდერობა გაიმყარეს

გაიმართა პირველი ლიგის შვიდი მატჩი, ფრედ არცერთი დასრულებულა, ხოლო 3 თამაშში დიდი ანგარიში დაფიქსირდა. "თეთრი ჯგუფის" ლიდერმა "სამგურალმა" ხარაგაულში იოლად სძლია "ჩხერიმელას" - 6:1. წყალტუბოელები დამაჯერებლად თამაშობენ და გოლებიც მრავლად გააქვთ. გამოცდილმა მამუკა ღონღაძემ დუბლი მიითვალა.

პრინციპულ მატჩში, "რუსთავმა" შინ 1:0 აჯობა ტყიბულის "მეშახტეს" და გადამწყვეტი გოლი დათა სიჭინავამ შეაგდო. სიჭინავა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, უმაღლეს ლიგაშიც კი გამოირჩეოდა სხვადასხვა გუნდებში თამაშისას.

მარტვილის "მერანმა" 6:0 სძლია ცხინვალის "ლიახვს", ნიკა საბანაძემ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა.

"წითელ ჯგუფში" მთავარი მატჩი იყო "სქური"-"ვიტ ჯორჯია". თენგიზ კობიაშვილის გაწვრთნილებმა სტუმრად 3:2 იმარჯვეს და ლიდერობა გაიმყარეს. ჭიათურელებმა ბრაზილელი ვალისონ სილვას დუბლით ზუგდიდის "ოდიში1919"-ს 2:0 მოუგეს, ხოლო "გაგრამ" გიორგი ტყეშელაშვილის ჰეთ-თრიქით 3:0 აჯობა აუტსაიდერ და ჯერაც უქულო "გარდაბანს".

ცოტა მოულოდნელი იყო "სულორის" გამარჯვება ბორჯომში - 2:0. "ბორჯომს" ამ სეზონში შინ ყველა მატჩი მოგებული ჰქონდა და ყველა - მშრალზე. ვანელებმა კი მართლაც საჭირო სამი ქულა აიღეს.

თეთრი ჯგუფი (ტურს ტოვებდა ხონის "იმერეთი")

რუსთავი - მეშახტე (ტყიბული) 1:0

გოლი: 1:0 დათა სიჭინავა (75)

ჩხერიმელა (ხარაგაული) - სამგურალი (წყალტუბო) 1:6

გოლები: 0:1 მამუკა ღონღაძე (26), 0:2 თორნიკე ბანძელაძე (36), 0:3 ჩიხლაძე (62), 0:4 მამუკა ღონღაძე (64), 0:5 უშანგი ბანძელაძე (72), 1:5 ვეკუა (73), 1:6 ყიფიანი (85)

მერანი (მარტვილი) - ლიახვი (ცხინვალი) 6:0

გოლები: 1:0 საბანაძე (18), 2:0 მელიავა (23), 3:0 საბანაძე (30), 4:0 ციმაკურიძე (38), 5:0 საბანაძე (54 პენ), 6:0 ქანთარია (90)

მარკ სტარსი (თბილისი) - კოლხეთი (ხობი) ხვალ გაიმართება

წითელი ჯგუფი (ტურს ტოვებდა თერჯოლის "საპოვნელა")

სქური (წალენჯიხა) - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:3

გოლები: 0:1 ღირდალაძე (22), 1:1 თევდორაძე (49), 1:2 ღუდუშაური (65), 1:3 კახაბრიშვილი (88), 2:3 შელია (89)

ბორჯომი - სულორი (ვანი) 0:2

გოლები: 0:1 გაგა ჩხეტიანი (26), 0:2 გურამ შეწირული (81)

ჭიათურა - ოდიში1919 (ზუგდიდი) 2:0

გოლები: 1:0, 2:0 ვალისონი (57, 82)

გაგრა - გარდაბანი 3:0

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 ტყეშელაშვილი (35, 41, 54)

0.113095