ფეხბურთი

12:45 | 7.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვილია: “ჩვენ უნდა მოგვეგო”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ, რომელსაც დებიუტი ირლანდიასთან მატჩში (0:1) ჰქონდა, განაცხადა, რომ საქართველო მეტოქესთან შედარებით უფრო იმსახურებდა გამარჯვებას. ახალგაზრდა ნახევარმცველმა იქვე, მომავალ მატჩზე ისაუბრა, უელსის ნაკრებთან.

“ვფიქრობ, ირლანდიაზე ბევრად უკეთესი თამაში ვაჩვენეთ – ბევრი მომენტი გვქონდა, ბურთი ძელსაც მოხვდა. სამწუხაროდ იღბალი დაგვაკლდა. მინიმუმ ეს თამაში არ უნდა წაგვეგო და ჩემი აზრით, ჩვენ უფრო ვიმსახურებდით მოგებას, ვიდრე ირლანდიის ნაკრები.

ახლა მთლიანად შემდეგ თამაშზე უნდა გადავერთოთ – რა თქმა უნდა, უელსი ძალიან მაღალი დონის მეტოქეა, თუმცა თუ ჩვენ ისე გუნდურად ვითამაშებთ, როგორც ირლანდიასთან, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადებით შედეგს მივაღწევთ”, - აღნიშნა გვილიამ სფფ-ის პრესსამსახურთან საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები უელსს 9 ოქტომბერს, კარდიფში ესტუმრება. სხვათა შორის, თუ ირლანდიასთან ყოველთვის ვაგებთ სტატისტიკურად, უელსის ნაკრებთან აქამდე არასდროს დაგვიკარგვას ქულა – 3 მატჩიდან სამი მოგება...

0.118453