ფეხბურთი

16:46 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჭიათურას" მწვრთნელი შეეცვალა

პირველლიგელ "ჭიათურას" მწვრთნელი შეეცვალა. გუნდი დატოვა გამოცდილმა ვლადიმერ ხაჩიძემ, რომელიც გასული სეზონის მეორე ნახევრიდან თავკაცობდა ზემოიმერლებს და სწორედ მის ხელში, ჭიათურელებმა პირველ ლიგაში დარჩენა მოახერხეს.

ხაჩიძის ნაცვლად მიხეილ კიპაროიძე დაინიშნა, რომელიც ადგილობრივი მწვრთნელია და ა ლიცენზია აქვს.

"ჭიათურა" "წითელ ჯგუფში" მეშვიდე ადგილზეა, 7 მატჩში 7 ქულა აქვს. 3 ქულა დააკლდა, თორემ მეოთხე პოზიციაზე იქნებოდა. 16 სექტემბერს „ბორჯომი“ - „ჭიათურას“ მატჩში (2:0), სტუმართა შორის შეცვლაზე შევიდა ნიკოლოზ გაბაძე, რომელიც მატჩის ოქმში არ იყო შეყვანილი სათადარიგოებს შორის. სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, „ჭიათურას“ ჩაეთვალა 0:3 წაგება და დააკლდა 3 ქულა, ხოლო ჯარიმის სახით შეეფარდა 2500 ლარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127006