ფეხბურთი

22:49 | 3.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალური გაძევება ისტორიაში: ბალოტელის სასჯელი მოუხსნეს

ფრანგული “ნიცას” ფორვარდ მარიო ბალოტელის ლიგა 1-ის ბოლო ტურში მიღებული წითელი ბარათი და შესაბამისად, დისკვალიფიკაცია სადისციპლინო კომიტეტმა გააუქმა. როგორც გაირკვა, “ლორიენთან” შეხვედრის მიწურულს არბიტრმა ბალოტელის ყვითელი ბარათი (მეორე ამ თამაშში) შეცდომით უჩვენა.

სხვათა შორის, მარიოს მართლაც არაფერი დაუშავებია და მეტოქის მხრიდან წამოწყებულ ჩხუბს, მშვიდად შეხვდა – არც არაფერი მოუმოქმედებია.

შეგახსენებთ, ამავე მატჩში “სუპერმარიომ” პირველი ყვითელი ბარათი მაისურის გახდისთვის მიიღო: სწორედ ასე აღნიშნა მან 86-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი.

აღსანიშნავია, რომ ფრანგულმა მედიამ დღეს, მარიო ბალოტელი დაიცვა და მის გაძევებას საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე სკანდალური და აბსურდული უწოდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114223