ბლოგი

11:35 | 3.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სპორტი, როგორც იარაღი დიქტატორებისათვის

როდესც კითხულობენ თუ რა არის ტირანია და რატომ უნდა ვებრძოლოთ მას, როგორც წესი არასოდეს არსებობს ერთი და ნათელი პასუხი. პასუხი იმისა, რომ ტირანია იმაზე უფრო დიდი საშინელებაა, ვიდრე დღეს შეიძლება წარმოვიდგინოთ.

ტირანიის “საჭადრაკო დაფა” კი საუკუნეების წინ იღებს სათავეს... უძველეს დროში, ჰიმალაის მთებში არსებობდა ერთი პატარა თავისუფალი სოფელი, რომლის მოსახლეობაც არც ერთ რაჯას არ ემორჩილებოდა. ამ სოფლის მოსახლეობიდან თითქმის ყველა ადამიანს ადრეული ასაკიდან ზრდიდნენ სხვადასხვა მეცნიერული ცოდნით, რათა ყველა ის საიდუმლო ამოეხსნათ, რასაც მათ მჩაგვრელი რაჯები უმალავდნენ. მათ ასევე მიაჩნდათ, რომ სწორედ განათლებისა და პროგრესის საფუძველზე დაუპირისპირდებოდნენ ტირანიას.

როგორც ბალადა გვამცნობს, სწორედ ამ პატარა სოფლის მეცნიერმა ხალხმა გამოიცნო ჭადრაკის თამაშის საიდუმლოება და მათი მეშვეობით მოაღწია ამ თამაშმა ჩვენამდე (სხვათა შორის ეს მითი ძალიან ჰგავს "გულივერის მოგზაურობაში” აღწერილი მფრინავი ქალაქის ამბავს, სადაც სწორედ ასეთი მეცნიერებებით შეშლილი ხალხი ცხოვრობდა).

უკვე ახალი წელთაღრიცხვის ადრეულ საუკუნეებში ჭადრაკი მრავალი სხვა, უკვე ახალი ელემენტით შეივსო. ასევე გარდა ამისა, ინდოეთში დამკვიდრდა (უფრო სწორად ინდოელ დიდებულებში) ჭადრაკის თამაშის, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ძალზე უცნაური სტილი. ანუ რაჯებმა, ჭადრაკის სათამაშოდ მისი იდეური მთავარი დანიშნულების ადგილი, ნამდვილ ბრძოლის ველად გამოიყენეს.

ყველაფერი კი აი როგორ ხდებოდა: დიდ, უზარმაზარ მინდორზე, რომელსაც ორივე მხრიდან შემაღლებული ადგილები აუცილებლად უნდა ჰქონოდა, იხაზებოდა უზარმაზარი საჭადრაკო დაფა, თავისი ყველა უჯრით. უჯრის ზომა სიგრძე-სიგანეში დაახლოებით 10 მეტრი მაინც უნდა ყოფილიყო. ჭადრაკის ქვებად, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ცოცხალი ადამიანები, მონები გამოიყენებოდა.

ყველა მონა იცვამდა სხვადასხვა ქვების ფერების შესაბამისად (შავები _ შავად, თეთრები კი თეთრად). ჩაცმულობაც და აღჭურვილობაც ისეთი ჰქონდათ, როგორც დღევანდელ საჭადრაკო ფიგურებს _ მხედარი ცხენზე იჯდა, ტურას ციხესიმაგრის ეფექტის შესაქმნელად აგურებიანი კედლის გამოსახულებიანი ტანსაცმელი ეცვა. ასევე, შესაბამისად იყო ჩაცმული სარდალი, პაიკი, მეფე, დედოფალი ანუ ყველა მონას შორიდანვე შეამჩნევდა ადამიანი, თუ რომელი ჭადრაკის ფიგურის გამომხატველი იყო.

ჭადრაკის მოთამაშეები, თამაშის დაწყებამდე იკავებდნენ თავ-თავიანთ ადგილს "საჭადრაკო მინდვრის” შემაღლებულ გორაკებზე, რამდენიმე მათი მსახურის თანხლებით. ყოველი სვლა კეთდებოდა მთავრების ბრძანების საფუძველზე. თუკი მთავარი ბრძანებდა, ვთქვათ, "ტურა” სამი უჯრით წინ უნდა გაწეულიყო, მისი მსახური მთავრის ამ სვლას სპეციალურად ამისთვის მოტანილი ხისგან დამზადებული ხმის გამაძლიერებლით შესძახებდა და ჭადრაკის დაფაზე განთავსებული მონა-ტურაც აუცილებლად ასრულებდა ამ ბრძანებას.

მოწინააღმდეგე მთავარიც ამავე მეთოდით აკეთებდა სვლას და ასე გრძელდებოდა მთელი პარტია თამაშის საბოლოო დამთავრებამდე. ახლა ყველაზე საინტერესოს მივადექით, არც მეტი არც ნაკლები, ეს ცოცხალი ფიგურები ერთმანეთს მართლა ხოცავდნენ. გასათვალისწინებელია, რომ მაშინდელი ინდური რწმენა - შეხედულებების თანახმად, ბატონს არდამორჩილებული მონა ჯოჯოხეთში ხვდებოდა.

არსებობდა ისეთი იდეოლოგიაც, რომ თუკი ამქვეყნიურ ცხოვრებაში მონა მთავრის ყველა ბრძანებას უყოყმანოდ შეასრულებდა, მეორე ცხოვრებაში ის თავად იქნებოდა მთავარი (სხვათა შორის ბუდისტურ რელიგიაში მსგავსი დოგმები დღესაც არის შემორჩენილი) და სწორედ მეორე ცხოვრებაში კარგი მომავლის იმედად მყოფი მონებიდან ზოგიერთები თავადაც კი გამოთქვამდნენ სურვილს, რომ დიდი საჭადრაკო დაფის "ფიგურები” გამხდარიყვნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პარტიის დამთავრების შემდეგ რაჯების ბრძანებით, ცოცხლად დარჩენილ "ფიგურებსაც” ხოცავდნენ, რათა მათ იქ ნანახი და ნასწავლი ჭადრაკის საიდუმლოება არ გაეთქვათ.

1987 წელს ამერიკელმა არქეოლოგებმა, ქალაქ ბომბეისთან ახლოს აღმოაჩინეს სწორედ ჩვენს მიერ აღწერილ უზარმაზარ ველზე დახაზული ცოცხალი "საჭადრაკი დაფა”, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე ნაპოვნია უამრავი (ხუთი ათასზე მეტი) ადამიანის ძვლების ნაშთები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს სწორედ იმ მონების ძვლებია, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცოცხალ საჭადრაკო ქვებს წარმოადგენდნენ ტირანი მთავრების ხელში.

ტირანიის ხელში ხომ ადამიანებს ჭადრაკის ქვებზე მეტი დანიშნულება არასოდეს ჰქონიათ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149834