ფეხბურთი

23:30 | 1.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილმა პოლონეთში ისევ გაიტანა (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მეთერთმეტე ტურში თავი კვლავ გამოიჩინა ქართველმა შემტევმა გიორგი მერებაშვილმა. 30 წლის ფეხბურთელმა პლოცკისა და კრაკოვის „ვისლას“ დაპირისპირებაში შესძლო მორიგი გოლის გატანა.

პლოცკელები ჩემპიონატის აუსტაიდერ მოსახელესთან 0:2 აგებდნენ, მეორე ტაიმის დასაწყისში ერთი გოლი გაქვითეს, 69-ე წუთზე კი, მერებაშვილის ზუსტი დარტყმის შედეგად წონასწორობა აღდგა. თუმცა, მასპინძლებმა მაინც წააგეს: მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე კრაკოვის „ვისლამ“ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა - მერებაშვილმა ამ მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

პლოცკის „ვისლა“ 11 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება გიორგი მერებაშვილის მონაგარს ამ სეზონში: 9 მატჩი და სამი გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106963