სხვა

23:06 | 30.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველოს ნაკრები მსოფლიო ლიგის გათამაშებაში მეორედ გამოვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ლიგის გათამაშებაში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების პროგრესი წყალბურთის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებმა გაითვალისწინეს და ჩვენს გუნდს მსოფლიოს ლიგაში თამაშის საშუალება ამჯერადაც მისცეს. მსოფლიოს ლიგის თამაშები წლეულს დაიწყება და გაისად, გაზაფხულზე დასრულდება.

29 სექტემბერს გამართული წილისყრით 12 გუნდი რეიტინგის მიხედვით სამ ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს ნაკრები პირველი წრის საწყის ორ შეხვედრას შინ გამართავს - 15 ნოემბერს რუსეთს, 6 დეკემბერს კი თურქეთს უმასპინძლებს.

2016-2017 წლების მსოფლიო ლიგის გათამაშება.

A ჯგუფი: რუმინეთი, გერმანია, სლოვაკეთი, სერბეთი

B ჯგუფი: ჰოლანდია, ხორვატია, საბერძნეთი, საფრანგეთი

C ჯგუფი: საქართველო, იტალია, თურქეთი, რუსეთი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.115179