ფეხბურთი

0:10 | 1.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

შურლე ორი კვირა იუქმებს

"დორტმუნდის" გერმანელი შემტევი ანდრე შურლე ორი კვირის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს. როგორც Bილდ-ი იუწყება, ფეხბურთელმა მადრიდის "რეალთან" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში (2:2) ტრავმა მიიღო და ბუნდესლიგის მომდევნო ორი ტურის მატჩს "ლევერკუზენთან" და "ჰერტასთან" გამოტოვებს.

შურლემ მიმდინარე სეზონში "ბორუსიას" მაისურით მოედანზე 5 მატჩში გამოჩნდა, გაიტანა ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ერთი გოლი გერმანელმა "ბლანკოსს" გაუტანა და თავისი გუნდი წაგებისგან იხსნა.

0.113083