ფეხბურთი

23:44 | 30.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლალანა "ლივერპულის" თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ადამ ლალანა "ლივერპულის" სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ლალანამ მიმდინარე თვეში სამი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდის წარმატებულ თამაშში წვლილი შეჰქონდა. ასევე, ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ადამის გოლით სექტემბერში სლოვაკეთი დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126551