ფეხბურთი

19:49 | 30.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ლენსი გახდა

უეფას ევროპა ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად სტამბულის “ფენერბაჰჩეს” ჰოლანდიელი ლეგიონერი ჯერმეინ ლენსი დასახელდა. ლენსმა გულშემატკივართა გამოკითხვაში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო – 69%.

მან მეორე ადგილზე გასული ჟულიანო “ზენიტიდან” საგრძნობლად ჩამოიტოვა (11%), ხოლო მესამე ადგილზე დონეცკის “შახტარის” ნახევარმცველი ვიქტორ კოვალენკო გავიდა (8%).

აქვე გთავაზობთ, გამოკითხვაში მონაწილე ყველა ფეხბურთელს და მათი ხმების პროცენტულ რაოდენობას:

ჯერმეინ ლენსი (“ფენერბაჰჩე”) – 69%

ჟულიანო (“ზენიტი”) – 11%

ვიქტორ კოვალენკო (“შახტარი”) – 8%

ფრანჩესკო ტოტი (“რომა”) – 7%

ვანდერი (“აპოელი”) – 2%

ვაცლავ კადლეცი (“სპარტა”) – 1%

ხუან მატა (“მანჩესტერი”) – 1%

ბენატი ეჩებარია (“ბილბაო”) – 1%

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114657