თამაშგარე

12:44 | 30.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კორელის საფიქრალი

დიდ საფიქრალსა და საწუხარშია ტან-ფეხ-ბარძაყდალოცვილი ბელგიელი მოდელი, კორელ პაროვეჩიო. ეს ასული ბელგიელი კია, მაგრამ იტალიური ფესვები აქვს და შესაბამისად წარმოშობით იტალიელია. ჰოდა, მისდა “ჭირად”, ამ ცოტა ხნის წინ, გენუაში მისი დიდი ბაბუა გარდაიცვალა, რომელსაც გვარიანი ქონება დარჩენია.

კორელის დიდ ბაბუას 14 მილიონ ევროიან ქონებაზე ანდერძი არ დაუტოვებია და ვისაც კი არ ეზარება, ყველა იძახის, ეგ ქონება მე მერგება და მე უნდა დამრჩესო. კორელ პაროვეჩიოც სხვებს აბა რატომ ჩამოუვარდებოდა? დაიქირავა ადვოკატი და იტალიის სასამართლოს ისეთი ძალით “აწვება”, შეიძლება რამე გამოუვიდეს კიდეც.

კორელ პაროვეჩიო ნამეტნავად მონდომებული და მარიფათიანი ვინმე რომაა იმითაც ჩანს, რომ ბელგიის საფეხბურთო ნაკრების თილისმის იმიჯი შეიქმნა და ამ კუთხით მრავალ ბელგიელ ლამაზმნს “გადაუჯოკრა”. არადა, საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, შეიძლება 5 ბელგიელი ფეხბურთელიც კი ვერ ჩამოთვალოს. მაგრამ რა პრობლემაა?!...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150388