ფეხბურთი

20:57 | 29.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა შემადგენლობა დასახელა - ლაპორტის დებიუტი ექნება

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. "მამლების" რიგებში დებიუტი ექნება "ბილბაოს" მცველს ემერიკ ლაპორტის, რომელსაც ესპანეთის მოქალაქეობაც გააჩნია. ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და ჯერჯერობით ფორმაში არაა ოლივერ ჟირუ, ფრანგმა სპეციალისტმა კი მისი დასვენება გადაწყვიტა.

დეშამის გუნდი 7 ოქტომბერს შინ ბულგარეთს მიიღებს, ხოლო სამი დღის მერე სტუმრად ჰოლანდიას დაუპირისპირდება. დიდიეს რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ალფონსო არეოლა (პსჟ), უგო ლორისი ("ტოტენჰემი", ინგლისი), სტივ მანდანდა ("კრისტალ პალასი", ინგლისი).

მცველები: ლუკა დინი ("ბარსელონა", ესპანეთი), ლევენ კურზავა (პსჟ), ლორან კოშელნი ("არსენალი", ინგლისი), ჟერემი მატიე ("ბარსელონა", ესპანეთი), ემერიკ ლაპორტი ("ბილბაო", ესპანეთი), რაფაელ ვარანი ("რეალი", ესპანეთი), ჯიბრილ სიდიბე ("მონაკო"), ბაკარი სანია ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი).

ნახევარმცველები: იოან კაბაიე ("კრისტალ პალასი", ინგლისი), ნგოლო კანტე ("ჩელსი", ინგლისი), ბლეზ მატიუდი (პსჟ), დიმიტრი პაიეტი ("ვესტ ჰემი", ინგლისი), პოლ პოგბა ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), მუსა სისოკო ("ტოტენჰემი", ინგლისი).

თავდამსხმელები: კინგსლი კომანი ("ბაიერნი", გერმანია), კევინ გამეირო ("ატლეტიკო", ესპანეთი), ნაბილ ფეკირი ("ლიონი", ანტონი მარსიალი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო", ესპანეთი), ანდრე-პიერ ჟინიაკი ("ტიგრესი", მექსიკა).

0.11146