თამაშგარე

10:48 | 29.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მანიუს” სახელზე ღვინო ჩამოისხმება

როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, მთელი წლის განმავლობაში ბრიტანეთში იმდენი ვისკი ისმევა, მაგდენი საწერი კალამი რომ იყიდებოდეს, ათასი ბაირონი და ათიათასი შექსპირი დაიბადებოდაო. მაგრამ შეიცვალა დრო, გემოვნება და ახლა ბრიტანეთში უკვე ღვინოსაც მშვენივრად გეახლებიან.

ინგლისური საფეხბურთო კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედი” მას შემდეგ რაც პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს ხელში გადავიდა, კლუბის ბოსების აზრით ახალ და სრულიად განსხვავებულ რელსებზე დადგა. სწორედ ამ ფაქტის გამო, “მანიუს” ხელმძღვანელობამ კლუბის სახელზე ახალი ღვინის ჩამოსხმა გადაწყვიტა.

ღვინო, რომელიც სულ მალე გამოჩნება ინგლისისა და არამხოლოდ ინგლისის მაღაზიებში, იორკშირში იქნება წარმოებული და მის ლოგოტიპზე დატანილი იქნება “მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა დიდი გამარჯვების ამსახველი წლები. ეს ღვინო კლუბის ყველაზე თავგადაკლულ ქომაგებსაც დაურიგდებათ და აქედან დაიწყება მანჩესტერული საკლუბო ღვინის წარმოების ისტორიაც.

0.152212