ფეხბურთი

3:09 | 29.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: პეპი და კარლო გააჩერეს (+VIDEO)

მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მეორე ტურიც წარსულის მონაპოვარია. დღის ცენტრალური შეხვედრა მადრიდის “ატლეტიკომ” მოიგო მიუნხენის “ბაიერნთან”. მძიმედ, მაგრამ მაინც გაიმარჯვა კატალონიის “ბარსელონამ”, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით კი “მანჩესტერ სიტიმ” პირველად ვერ მოიგო. ეს გლაზგოში მოხდა, “სელტიკ პარკზე” ძალზე დრამატულ შეხვედრაში.

სხვათა შორის, უინტერესო არც დანარჩენი მატჩები ყოფილა – დეტალურად ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

A ჯგუფი

“პარი სენ ჟერმენი” ფორმაში რომ არ იყო, თამაშამდეც იყო ცნობილი და “ვასილი ლევსკიზე” შეხვედრა ისე დაიწყო, თითქოს უნაი ემერის მორიგი კრახი ელოდა – მე-15 წუთზე ნატანიელმა უზადოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ბულგარეთის ჩემპიონი “ლუდოგორეცი” დაწინაურდა. პსჟ-მ 2014 წლის მერე პირველად გაუშვა გოლი ჯარიმიდან (ლიგაზე). ამის შემდეგ კი, პარიზული გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და ტამის ბოლოს ბლეზ მატუიდმა გაათანაბრა. გამოსარჩევია, რომ ბლეზმა ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა ზუსტად ორწლიანი პაუზის მერე შესძლო. მეორე ნახევარი კი, ედინსონ კავანის გამოდგა, რომელმაც დუბლი შეასრულა და ყველა კითხვას პასუხი გასცა. სხვათა შორის, ედინსონმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ლიგაზე 3 გოლის გატანა უკვე შესძლო და შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა: გასულ სეზონში კავანიმ 10 მატჩში მხოლოდ ორჯერ იხეირა. აქვე დავამატოთ “ელ მატადორის” სასახელოდ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 20 გოლი დაუგროვდა და ურუგვაელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებლი აქვს. მეორე ადგილზე ლუის სუარესია 18 გოლით.

თამაშს თუ დავუბრუნდებით, აღვნიშნოთ, რომ როდესაც ანგარიში 2:1 იყო, “ლუდოგორეცს” გათანაბრება შეეძლო, მაგრამ რუმინელმა მცველმა მოციმ პენალტი საშინლად დაარტყა და მალე მისმა გუნდმა მესამე გოლიც მიიღო, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.

საგულისხმოა, რომ პსჟ-მ ლიგაზე პირველი მატჩი 1994 წლის მერე, როდესაც სტუმრად პირველ ტაიმში, პირველმა გაუშვა გოლი...

“ლუდოგორეცი” – “პარი სენ ჟერმენი” 1:3 (1:1) მიმოხილვა

სოფია, “ვასილი ლევსკი”

მაყურებელი: 17 155

“ლუდოგორეცი” (4-2-3-1): სტოიანოვი; მინევი, მოცი, პალომინო, ნატანიელი; ანიცე, დიაკოვი; ვანდერსონი (კეშერუ 88), მარსელინიო, ვურა (ლუკოკი 74); კაფუ

მწვრთნელი: გეორგი დერმენდჟიევი

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): არეოლა; ორიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი; ვერატი (კრიხოვიაკი 80), ტიაგო მოტა, მატუიდი; ლუკასი, კავანი (აუგუსტუნსონი 90), დი მარია (აიკონი 88)

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 ნატანიელი (16), 1:1 მატუიდი (41), 1:2 კავანი (56), 1:3 კავანი (60)

გაფრთხილება: დიაკოვი (44), ნატანიელი (50), კაფუ (56) – მატუიდი (57), ტიაგო მოტა (58)

გამოუყენებელი პენალტი: მოცი (59)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 17 (7) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 0:4 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ლონდონის “არსენალმა” შვეიცარიის ჩემპიონ “ბაზელს” ცალი ფეხით მოუგო – 2:0. ყველაფერი საწყის წუთებში გადაწყდა: ალექსის სანჩესის ორი პასი და ტეო უოკოტის ორი გოლი. მერეც, არსენ ვენგერის შეგირდებს გოლის გატანა არაერთხელ შეეძლოთ, მაგრამ ხან მიზანს აცილებდნენ, ხანაც სტუმართა კიპერი ირჯებოდა ბრწყინვალედ.

საინტერესოა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ბოლო 16 გოლიდან 11-ში ალექსის სანჩესს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული – 4 გოლი, 7 ასისტი. თეო უოლკოტმა კი ლიგაზე მე-13 გოლი გაიტანა და “მეთოფეთა” რიგებში ტიერი ანრისა (35) და რობინ ვან პერსის (18) ჩამორჩება.

A ჯგუფს პსჟ და “არსენალი” 4-4 ქულით ლიდერობენ, ხოლო “ლუდოგორეცსა” და “ბაზელს” თითო ქულა გააჩნიათ. პრინციპში აქ ყველაფერი ისეა, როგორც მოსალოდნელი გახლდათ.

“არსენალი” – “ბაზელი” 2:0 (2:0) მიმოხილვა

ლონდონი, “ემირეითსი”

მაყურებელი: 59 993

“არსენალი” (4-2-3-1): ოსპინა; ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი (გიბსი 75); გ. ჯაკა, კაზორლა; უოლკოტი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 70), იოზილი, აივობი (ელნენი 70); სანჩესი

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ბაზელი” (3-5-2): ვაცლიკი; სუხი, ტ. ჯაკა, ბალანტა; ლანგი, ბიარნასონი (დელგადო 79), ზუფი (ელიუნუსი 71), ფრანსონი, ტრაორე; დუმბია (სპორარი 57), სტეფენი

მწვრთნელი: რუს ფიშერი

გოლები: 1:0 უოლკოტი (7), 2:0 უოლკოტი (26)

გაფრთხილება: სუხი (21), ელიუნუსი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 7 (3) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 8:7 თამაშგარე: 6:2

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

B ჯგუფი

იტალიურმა “ნაპოლიმ” მეორე თამაშიც მოიგო და ისეთი სიტუაციაა B ჯგუფში შექმნილი, დიდი ალბათობით პირველ ადგილს ადვილად მოიპოვებს. დღეს, მაურიციო სარის გუნდმა ლისაბონის “ბენფიკას” ზედმეტი სირთულეების გარეშე მოუგო. პირველ ტაიმში მარეკ ჰამშიკმა შეაგდო, მეორე ტაიმის ხუთწუთიანი ინტერვალში კი, ნეაპოლიტანელებმა მტოქეს ჯოჯოხეთი მოუწყევს და ანგარიში 4:0 გახდა 56-ე წუთისთვის. აღსანიშნავია, რომ დუბლი შეასრულა დრის მერტენსმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა. თავის მხრივ, “ნაპოლიმ” ლიგის ერთ მატჩში 4 გოლი თავის ისტორიაში გაიტანა პირველად.

ამის მერე, იტალიის ვიცე-ჩემპიონი მოეშვა და “ბენფიკამ” ანგარიში დაასველა, თანაც ორი გოლით, თუმცა ბუნებრივია, 3 ქულა მასპინძლებმა დაიტოვეს აქტივში.

აქვე დავამატოთ, რომ “ნაპოლის” მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გავიდა 6 გოლი, ანუ ყველაზე შედეგიანი შეხვედრა გამოდგა. და ისიც აღსანიშნავია, რომ ნეაპოლიტანურმა კლუბმა ევროტურნირებზე საკუთარ მოედანზე მიჯრით მე-18 თამაშში მოახერხა მინიმუმ ერთი გოლის გატანა.

“ნაპოლი” – “ბენფიკა” 4:2 (1:0) მიმოხილვა

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 41 281

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი (მაკსიმოვიჩი 11), კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი (ინსინიე 70), მილიკი, მერტენსი (ჯაკერინი 82)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ბენფიკა” (4-4-2): ჟულიო სეზარი; ალმეიდა, ლოპესი, ლინდელოფი, გრიმალდო; სემედო, ჰორტა (სალვიო 56), ფეისა (გომესი 82), პიცი; კარილიო (გუედეში 67), მიტროღლუ

მწვრთნელი: რუი ვიტორია

გოლები: 1:0 ჰამშიკი (20), 2:0 მერტენსი (51), 3:0 მილიკი (54, პენ), 4:0 მერტენსი (58), 4:1 გუედეში (71), 4:2 სალვიო (86)

გაფრთხილება: რეინა (86) - ლოპესი (50), ჟულიო სეზარი (53), კარილიო (65), ფეისა (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 7 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 6:0 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

სტამბულში, “ვოდაფონ არენაზე” კი, “ბეშიქთაში” და კიევის “დინამო” ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ – 1:1. პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს, მეორე – სტუმრებმა. რიკარდო კვარეჟმამ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო უკრაინელთაგან ციგანკოვმა აღადგინა წონასწორობა. სხვათა შორის, თურქებს ლიგაზე ორი გოლი აქვთ გატანილი და ორჯერვე ჯარიმით შესძლეს ამის გაკეთება.

B ჯგუფს 6 ქულით “ნაპოლი” ლიდერობს და ძნელად სავარაუდოა პირველ ადგილში აწი ვინმე შეეცილოს. “ბეშიქთაშის” აქტივში 2, ხოლო “დინამოსა” და “ბენფიკას” მონაგარში თითო ქულაა.

“ბეშიქთაში” – “დინამო” (კიევი) 1:1 (1:0) მიმოხილვა

სტამბული, “ვოდაფონ არენა”

მაყურებელი: 33 938

“ბეშიქთაში” (4-2-3-1): ფაბრი; ბეკი, მარსელო, ტოშიჩი, ერკინი; არლსანი (ინლერი 77), ჰატჩინსონი; კვარეჟმა, ტალისკა, ადრიანო (თოსუნი 68); აბუბაკარი (ფრეი 85)

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

“დინამო” (4-5-1): რუდკო; მოროზიუკი, ხაჩერიდი, ვიდა, ანტუნეში; იარმოლენკო, გარმაში, რიბალკა, ბუიალსკი (კორზუნი 22), გონსალესი (ციგანკოვი 62); მორაეში (გლადკი 78)

მწვრთნელი: სერგეი რებროვი

გოლები: 1:0 კვარეჟმა (29), 1:1 ციგანკოვი (65)

გაფრთხილება: ადრიანო (40), არლსანი (54) – კორზუნი (27), გარმაში (65), ვიდა (70)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 12 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 10:4 თამაშგარე: 4:5

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

C ჯგუფი

კატალონიის “ბარსელონას” ძალზე გაუჭირდა, მაგრამ გერმანიიდან სამი ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა. ლეო მესის გარეშე “ბლაუგრანას” შეტევა ისეთი მრისხანე ვერ იყო, მაგრამ ეს ალბათ, “გლადბახის” კარგი თამაშის დამსახურებაც გახლდათ, ოღონდ საწყის 45 წუთში. ტაიმი საერთოდ ანდრე შუბერტის ბიჭებმა მოიგეს: სერხიო ბუსკეტსი მოედნის ცენტრში შეცდა და მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანად დაასრულეს: დაუდის ჩინებული პასი ტორგენ აზარმა შეირგო. ედენის უმცროსი ძმა შესაშურ ფორმაშია – მიმდინარე სეზონში მას უკვე მეშვიდე გოლი შეაგდო მეათე თამაშში.

მეორე ნახევარში კი, “ბარსელონამ” გამოიფხიზლა და თამაშიც მოიგო. თუმცა, სანამ ლუის ენრიკეს გუნდი გოლებს გაიტანდა, მანამდე ჟერარ პიკეს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა რად გინდა, მსაჯმა პენალტის დანიშვნის საჭიროება ვერ ან არ დაინახა. Gოლებს რაც შეეხება: არდა თურანმა გაათანაბრა ნეიმარის პასით, ხოლო იან სომერის შეცდომით პიკემ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე 2013 წლის მერე, (მაშინ ჰქონდა მას დებიუტი ამ ტურნირზე) 12 ასისტი შეასრულა და ეს ბოლო სამ წელიწადში საუკეთესო შედეგია. მიღწევას მიუახლოვდა გოლის ავტორი პიკეც: ჟერარს ლიგაზე 11 გოლი დაუგროვდა და ტურნირის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორებში, ოღონდ რა თქმა უნდა, მცველთაგან მესამე ადგილზე გადაინაცვლა – მის წინ მხოლოდ რობერტო კარლოსი (16 გოლი) და ივან ელგერაა (15).

“გლადბახი” – “ბარსელონა” 1:2 (1:0) მიმოხილვა

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 46 283

“გლადბახი” (4-2-3-1): სომერი; კორბი, კრისტენსენი, ელვედი, ვენდტი; დაჰუდი, კრამერი; ტრაორე, სტინდლი (ჰანი 83), აზარი (ჰერმანი 80); რაფაელი (ჯონსონი 48)

მწვრთნელი: ანდრე შუბერტი

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა; რაკიტიჩი (არდა 60), ბუსკეტსი, ინიესტა; ალკასერი (რაფინია 54), სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 აზარი (34), 1:1 არდა (65), 1:2 პიკე (74)

გაფრთხილება: მასკერანო (63), პიკე (70), ნეიმარი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 11 (8) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ძალზე საინტერესო და უცნაური მატჩი შედგა გლაზგოში – “მანჩესტერ სიტიმ” პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით პირველად ვერ მოიგო და ამაში თავისი თავი უნდა დაადანაშაულოს: ჯერ ერთი, რომ “ქალაქელებმა” უამრავი მომენტი გაანიავეს და მეორეც, სამჯერ მისცეს “სელტიკს” გოლის გატანის საშუალება. მეტიც, სქოთები სამჯერ იგებდნენ, მაგრამ აღვნიშნოთ, რომ სტუმრებიც მალევე ათანაბრებდნენ. ბოლო გოლი 55-ე წუთზე ნოლიტომ გაიტანა. მატჩის მშვენება გოლი კი, მუსა დემბელემ გაიტანა 48-ე წუთზე – მაკრატელა. სხვათა შორის, დემბელემ პირველი გოლი მესამე წუთზე გაიტანა, უფრო რომ დავკონკრეტდეთ, 02:23 წუთზე და იგი გახდა “სელტიკის” ისტორიაში ლიგაზე ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი.

“სიტის” მხრიდან რაჰიმ სტერლინგმაც გაიტანა მოხდენილი გოლი, თუმცა მანამდე ცოტა ხნით ადრე მეორე კარშიც გაეტანა, ანუ საკუთარში. ღაჰიმ სტერლინგი პირველი ინგლისელი ფეხბურთელი შეიქნა ჩემპიონთა ლიგაზე, რომელმაც ერთ მატჩში გაიტანა როგორც მეტოქის, ისე საკუთარ კარში. გარდა ამისა, სტერლინგის მიერ ჩატარებულ ბოლო ხუთ მატჩში ლიგაზე “სიტი” მისი დახმარების გარეშე თითქმის ვერ იტანს – რაჰიმმა 7 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 3 ასისტი).

C ჯგუფს “ბარსელონა” 6 ქულით უკვე ჩაუდგა სათავეში, “სიტის” 4 აქვს, “სელტიკს” 1, ხოლო “გლადბახს” 0 ქულა. მომდევნო ტურში, “მან სიტი” და “ბარსა” ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას.

“სელტიკი” – “მანჩესტერ სიტი” 3:3 (2:2) მიმოხილვა

გლაზგო, “სელტიკ პარკი”

მაყურებელი: 57 592

“სელტიკი” (4-2-3-1): გორდონი; ლუსტიგი, ტურე, სვიატჩენკო, ტიერნი; ბიტონი (გრიფიტსი 84), ბრაუნი; სინკლერი, როგიჩი (არმსტრონგი 57), ფორესტი (რობერტსი 81); დემბელე

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

“მანჩესტერ სიტი” (4-1-4-1): ბრავო; ზაბალეტა, ოტამენდი, კოლაროვი, კლიში (სტოუნსი 73); ფერნანდინიო; სტერლინგი, გუნდოგანი, სილვა, ნოლიტო (ფერნანდო 76); აგუერო

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 დემბელე (3), 1:1 ფერნანდინიო (12), 2:1 სტერლინგი (20, ა.გ), 2:2 სტერლინგი (28), 3:2 დემბელე (47), 3:3 ნოლიტო (55)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 21 (9) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

D ჯგუფი

დღის ცენტრალური მატჩი შარშანდელი ნახევარფინალის ანალოგი გამოდგა: მადრიდის “ატლეტიკომ” ისევ 1:0 დაამარცხა მიუნხენის “ბაიერნი” – ამჯერად ფერეირა კარასკოს ჩინებული გოლით. გოლამდე “როხიბლანკოს” გატანა რამდენჯერმე შეეძლო, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში სცოდავნდნენ. მერე კი, “ბაიერნის” გააქტიურება გვიანი გამოდგა. მეტიც, 83-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა პენალტი ხარიხას გაარტყა. სხვათა შორის, “ატლეტიკოს” სასარგებლოდ ლიგის ბოლო ოთხ შეხვედრაში მესამე თერთმეტრიანი დაინიშნა და დიეგო სიმეონეს გუნდმა ვერცერთი გაიტანა. ორჯერ მიზანს გრიზმანმა ააცილა, ხოლო ერთხელ ტორესმა. ისიც სათქმელია, რომ ორჯერ ეს “ბაიერნთან” მატჩში მოხდა.

სხვათა შორის, “ატლეტიკო” ერთადერთი გუნდია, რომელმაც “რეკორდმაისტერი” გასულ სეზონშიც დაამარცხა და მიმდინარეშიც. აქვე რაღა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით: “ბაიერნმა” კარლო ანჩელოტის მწვრთნელობისას პირველი შეხვედრა წააგო.

“ატლეტიკო” – “ბაიერნი” 1:0 (1:0) მიმოხილვა

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

მაყურებელი: 48 242

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუისი; კარასკო (გამეირო 72), გაბი, ნიგეზი, კოკე; გრიზმანი (ტეიე 90), ტორესი (გაიტანი 79)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; ლამი, ბოატენგი (ჰუმელსი 62), მარტინესი, ალაბა; ალონსო, ვიდალი, ალკანტარა (კიმიხი 66); მიულერი (რობენი 59), ლევანდოვსკი, რიბერი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლი: 1:0 კარასკო (35)

გაფრთხილება: ნიგეზი (15) – ლამი (26), ალკანტარა (33), ბოატენგი (40), ვიდალი (86)

გამოუყენებელი პენალტი: გრიზმანი (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (5) – 13 (4) ბურთის ფლობა: 37%-63% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: სჟიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

“როსტოვმა” პსვ ეინდჰოვენს იგივე ვერ დამართა, რაც პლეი-ოფში ამსტერდამის “აიაქსს”, მაგრამ არც წააგო. ამ შეხვედრაში მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა – 4 გოლი გავიდა, თანაბრად. მასპინძლები პოლოზის დუბლით ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ჰოლანდიელებმა პროპერისა და ლუკ დე იონგის გოლებით ორჯერვე გაქვითეს. სხვათა შორის, პროპერის გოლი ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთვის მეასე გამოდგა.

მეორე ტაიმში ჰოლანდიის ჩემპიონს მოგება შეეძლო, ერთხელ ბურთი ხარიხას გაარტყა, მანამდე კი, იმავე პროპერმა პენალტი ვერ გაუტანა სოსლან ჯანაევს. აღსანიშნავია, რომ ფილიპ კოკუს გუნდმა პენალტის გატანა პირველ ტურში, “ატლეტიკოსთანაც” ვერ მოახერხა და მაშინაც დღევანდელის მსგავსად ძვირფასი ქულების დაკარგვად დაუჯდა. მოკლედ შეხევდრა ფრედ 2:2 დასრულდა, რომელიც ალბათ არცერთ გუნდს ხელს არ აძლევდა.

D ჯგუფს “ატლეტიკო” ლიდერობს 6 ქულით, “ბაიერნის” აქტივში 3 ქულაა, ხოლო “როსტოვმა” და პსვ-მ თითო ქულას მოუყარეს თავი.

“როსტოვი” – პსვ ეინდჰოვენი 2:2 (2:2) მიმოხილვა

როსტოვი, “როსტოვ არენა”

მაყურებელი: 12 646

“როსტოვი” (4-4-2): ჯანაევი; ტერენტიევი; მევლია, ნავასი, გრანატი; კალაჩევი, გაცკანი, ნობოა, ეროხინი; პოლოზი (პრეპელიცა 90), აზმუნი (დუმბია 77)

მწვრთნელი: ივან დანილიანცი

პსვ ეინდჰოვენი (4-1-3-2): ზუტი; არიასი, მორენო, ისიმატ-მორენო, ვილემსი; შვააბი; პროპერი, ჰენდრიქსი (ბერგვინი 63), გუარდადო; ნარსინგი (ს. დე იონგი 73), ლ. დე იონგი

მწვრთნელი: ფილიპ კოკუ

გოლები: 1:0 პოლოზი (8), 1:1 პროპერი (14), 2:1 პოლოზი (37), 2:2 დე იონგი (45)

გაფრთხილება: ტერენტიევი (39), ნავასი (57) – გუარდადო (52), ჰენდრიქსი (57)

გამოუყენებელი პენალტი: პროპერი (57)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 10 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.615652