კალათბურთი

0:44 | 29.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონმა 34 ქულა ჩააგდო და აეკ-ს “გალათასარაისთან” მოაგებინა

მაიკლ დიქსონი, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშობდა, ახალ კლუბ ათენის აეკ-საც ჩინებულად შეეწყო.

აეკ-მა მორიგი საკონტროლო მატჩი სტამბოლის “გალათასარაის” 96:95 მოუგო, შეხვედრის გმირი სწორედ დიქსონი გახდა, რომელმაც 34 (!) ქულა ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ ათენელები ბოლო წამებზე მდევრის როლში იყვნენ, როდესაც მაიკლმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი მიითვალა.

8 ოქტომბერს, საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ათენელები “აპოლონს” ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122866