კალათბურთი

23:51 | 28.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის ჩინებული დებიუტი “არისში”

საქართველოს საკალათაბურთო ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე სალონიკის “არისის” მაისურით პირველ მატჩში გამოჩნდა და მყის ჩინებული სტატისტიკა დააფიქსირა.

ბერძნული კლუბი საკონტროლო შეხვედრის ჩასატარებლად ბუქარესტის “სტიაუას” ესტუმრა და 91:76 იმარჯვა, სანიკიძემ კი 25:09 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა, 3 ჩაჭრა და რაც ყველაზე თვალშისაცემია, 11 პასი მიითვალა.

ვიქტორმა სანიკიძემ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

“არისს” სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი 8 ოქტომბერს ელის. ამ დღეს სალონიკელები “ტრიკალას” გაეჯიბრებიან.

0.116796