სხვა

19:08 | 28.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიურის ბოლო შანსი – სამედიცინო დასკვნა

მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციამ (WBO) თავისი ვერსიით მსოფლიოს უძლიერეს მძიმეწონოსანს - ბრიტანელ ტაისონ ფიურის უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოსან ბრძოლის გადადების მიზეზის დასაკონკრეტებლად და რაც მთავარია, დასასაბუთებლად 10 დღე მისცა. ფიურისა და კლიჩკოს შორის უკვე ერთხელ გადადებული სატიტულო დაპირისპირება 29 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ისევ ბრიტანელის მოთხოვნით, კვრავ ჩაიშალა. ტაისონ ფიურის გუნდმა მიზეზად სამედიცინო პრობლემა დაასახელა, რასაც საკრივო სამყაროში სკანდალური შინაარსის ბევრი განცხადება მოჰყვა. კლიჩკოს ერთ-ერთმა მწვრთნელმა კი იმ ორგანიზაციებს, რომლების საჩემპიონო ქამრებსაც ფიური ფლობს, მისთვის ტიტულების ჩამორთმევა მოსთხოვა.

"სიტუაციას უფრო ადვილად აღვიქვამდით, ტაისონ ფიურის ექიმს პრობლემის შესახებ დეტალურად რომ ესაუბრა. ეთქვა, როდის შეძლებდა მისი კლიენტი ვარჯიშის განახლებას და ბრძოლისთვის ძალების აღდგენას. გადავწყვიტეთ, უმალ მკაცრ ვერდიქტზე არ გვეფიქრა და ბრიტანელი მოკრივის სამედიცინო შტაბს 26 სექტემბერს საბოლოო შანსი მივეცით. იმ დღიდან 10 დღის ვადაში დოკუმენტალურად დასაბუთებულ დიაგნოზს ველით. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ვერანაირი აპელაცია ვეღარ შეცვლის” – წერია მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციის განცხადებაში.

ტაისონ ფიური ამ ორგანიზაციის გარდა მსოფლიოს საკრივო ასოციაციის (WBA) ვერსითაც მსოფლიოს უძლიერესი მძიმეწონოსანია, მაგრამ ტიტულების დასაცავად დრო ისე გაეწელა, სავარაუდოდ საჩემპიონო ქამრებს უბრძოლველად დაკარგავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099467