სხვა

12:17 | 28.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

2016 წლის 14-19 სექტემბერს, ავსტრიის ქალაქ სტეიერში ჩატარებულ EGKF (ევროპის გოჯუ-რიუ კარატე-დო ფედერაცია) XVIII ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო საქართველოს გოჯუ-რიუ კარატე-დოს ნაციონალური ფედერაციის ნაკრების გუნდმა.

სხვადასხვა წონით, ასაკობრივ, კატა-ს და ორთაბრძოლების (კუმიტე) ასპარეზობებში მონაწილეობა მიიღეს ნაკრები გუნდის ხელმძღვანელმა და მთავარმა ინსტრუქტორმა ოთარ გრძელიშვილმა, სპორტსმენებმა: გივი ქავთარაძემ, ლევან ბერიშვილმა და გიორგი აივაზაშვილმა. აქედან წარმატებას მიაღწიეს და საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:

  • კატას ასპარეზობაში ოსტატთა შორის +55 წლის კატეგორიაში, ოთარ გრძელიშვილი - ბრინჯაოს მედალი;
  • კუმიტე +84 კგ კატეგორიაში, გივი ქავთარაძე - ბრინჯაოს მედალი;
  • კუმიტე -60 კგ კატეგორიაში, გიორგი აივაზაშვილი - ბრინჯაოს მედალი.

ნაკრების წევრებმა, ლაშა სუხიშვილმა და გივი ქავთარაძემ გაიარეს აკრედიტაცია და მიიღეს საერთაშორისო სამსაჯო სერტიფიკატები, რის შემდეგ წარმატებით იმსაჯეს აღნიშნულ ჩემპიონატზე.

საქართველოს გოჯუ-რიუ კარატე-დოს ნაციონალური ფედერაცია

0.310412