ფეხბურთი

23:03 | 26.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” ასამოა მოისაკლისა

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” განელი ნახევარმცველი კვადვო ასამოა გამოაკლდა. როგორც “ბებერი სინიორას” ვებგვერდი იტყობინება, აფრიკელი ფეხბურთელი მოედანზე 45 დღის განმავლობაში ვერ გავა. ასამოას მარჯვენა მუხლზე ოპერაცია ბარსელონაში უკვე ჩაუტარდა და მის რეაბილიტაციას ზემოხსენებული დრო დასჭირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ კვადვოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ტრავმები სტანჯავდა და თამაში რეგულარულად მხოლოდ მიმდინარე სეზონში დაიწყო. თუმცა, იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტური მისთვის უიღბლო გამოდგა. იგი “პალერმოსთან” მატჩში მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და თამაში ვერც ჩაამთავრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116278