ფეხბურთი

19:28 | 26.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მილანის” საუკეთესო შედეგი ბოლო სამ სეზონში...

“მილანი” დასტაბილურდა – ასეთი სათაურებით გამოვიდა იტალიური გაზეთები დღეს. საქმე ისაა, რომ “როსონერის” უკვე ზედიზედ სამი თამაშია გოლი არ გაუშვია. თავისთავად, ამაში გამოსარჩევი რა უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ლომბარდიულ გრანდს მიჯრით სამი შეხვედრა მშრალად სამ წელზე მეტია არ ჩაეტარებინა – ბოლოს ასეთი ხანგრძლივი სერია “შავ-წითლებს” 2013 წლის მაისში ჰქონდათ.

“მილანმა” ჯერ “სამპდორიას” მოუგო (1:0), მერე “ლაციოს” (2:0), ხოლო გუშინ “ფიორენტინასთან” (0:0) ქულა მოიპოვა. მიმდინარე სეზონში ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა ექვს ტურში 10 ქულის დაგროვება შესძლეს და ამ დროისთვის მეექვსე ადგილზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111753