ჩოგბურთი

23:41 | 25.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა კვალიფიკაციის გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ტაშკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) კვალიფიკაციაში 1 გამარჯვება კი იზეიმა, თუმცა, გადამწყვეტ რაუნდში მარცხი განიცადა და ძირითადი ბადის მიღმა დარჩა.

შაფათავამ საწყის წრეში პირველ ნომრად განთესილ სლოვაკ რებეკა სრამკოვას 6:1, 7:6 (7:4) მოუგო, შემდეგ კი მე-6 განთესვის მქონე ჩეხ ტერეზა მარტინცოვასთან 4:6, 5:7 დამარცხდა.

ჩინეთში, ვიჰანის ვუჰანში საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 2 589 ათასი დოლარი) მოსინჯავს ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა. წყვილთა შეჯიბრში ის და ესპანელი ლარა არუაბარენა შვეიცარიელ ტიმეა ბაჩინსკისა და რუს სვეტლანა კუზნეცოვას ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113307