ფეხბურთი

15:30 | 25.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს შვაინშტაიგერის და ტურეს დამატება სურს

"პარი სენ ჟერმენი" მზადაა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბასტიან შვაინშტაიგერის და იაია ტურეს გადასაბირებლად მოლაპარაკებები დაიწყოს. როგორც Daily Star-ი იუწყება, გერმანელი მიმდინარე სეზონში მოედანზე არ გამოჩენილა და ჟოზე მოურინიო არც შემდეგში აპირებს ნახევარმცველის გამოყენებას. ასევე აფრიკელ მოთამაშეს თავისი აგენტის განცხადებით, პეპ გვარდიოლასთან კონფლიქტი აქვს და აღნიშნული გარემოებები პსჟ-ს წისქვილზე ასხამს წყალს.

ორივე ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოლებს. იაია და ბასტიანი მწვრთნელებმა ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვეს. ჯერჯერობით უცნობია მოსწონთ თუ არა ფეხბურთელებს ფრანგული გუნდის ვარიანტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121365