ბლოგი

12:40 | 24.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

შემოდგომა მარანში

- მოდი, ყურძნის ეს ნაწილიც ჩავწუროთ და მერე დავისვენოთ. სიზარმაცე არ გვინდა ახლა. მწვადი და კარგი რამეები საღამოს იქნება. მანამდე უნდა მოვრჩეთ.

- გუშინაც კი იძახდი შენ მწვადი იქნებაო, მაგრამ სად იყო მწვადი? გადაგვატარე ყველზე და პურზე.

- გუშინ კალათბურთი იყო კაცო. ვის გვეცალა მწვადისთვის. აბა არ დარჩით და...

- ჰო, მოუგიათ ჩვენებს. აი ვისთან უნდა დავლიოთ ეს ღვინო. ჩვენს კალათბურთელებთან! აბა რო დამისვამ ხოლმე გვერდით მაგ შენს ქვისლს მიტოს და მასმენინებ სისულელებს. მოიწვიე კალათბურთელები და მაჭამე მაგათთან პური.

- საერთოდ ცნობ კალათბურთელებს რომ მოვიწვიო? ერთი მაინც იცი სახელითა და გვარით?

- როგორ არ ვიციო კაცო. აი ფაჩულია ვიცი, სანიკიძე ვიცი, დერიუგინი ვიცი...

- ვინაო, დერიუგინი? გაფიცებ რამდენი წლისა ხარ შენა?

- ეგ რა შუაშია. ჰო იყო დერიუგინი?

- ეგ რო იყო როდის იყო. შენ მე მგონი ძველ დროში ხარ ჩარჩენილი აი...

- ძველ დროში რა, როცა იყო ხო მაგარი იყო? მე ვიცი რო ეგრე იყო.

- კაცო, ამოდენა ხარ უკვე და ერთხელ მაინც რო უყურო კალათბურთს არ გაინტერესებს. ბარემ კაპუსტინიც გეთქვა და სანაძეც. ესეთი მაგარი გუნდი გვყავს და აზრზე არა ხარ ვინ ვინაა. მაგრამ შენც ახლა სულ გულთან არ მიიტანო რა.

- შენ თუ ყველა იცი, იმიტომ ვერ გამოხვედი შაკილ ონილი. მოდი მოდი, ახადე სარქველი იმ მეორე გარეცხილ ქვევრსაც და დავიწყოთ ჩაწურვა.

- მოიცა, შაკილ ონილიც გაგიგია? ვაა!

- ტელევიზორს მეც ვუყურებ ეგრე კი არაა საქმე შენ რო გგონია!

- ვინ იყო აბა შაკილ ონილი?

- ვინ იყო “და “ბასკეტბალისტი” იყო. სხვა ვინ იქნებოდა?

- მგონი დაიმსახურე შენ ამ საღამოს თამადობა. ონილიც თუ გეცოდინებოდა რას წარმოვიდგენდი.

- განსხვავებულები არ იქნება იცოდე. არ მიყვარს ეგეთი რამეები მე.

- თამადა შენ იქნები და როგორც გესიამოვნება ისე იქნება.

- და შენი ქვისლი არ დამანახო დღეს. ამოვიდა კაცო ყელში მაგისი ბოდვები.

- არ მოვა ნუ გეშინია. კალათბურთელების სადღეგრძელო უნდა დალიო იცოდე დღეს.

- განსხვავებულით?

- შენ როგორც გინდა.

- კარგი, მაგათ განსხვავებულით დავლოცავ და მეტი არ დამაძალოთ იცოდე.

- კაი ჰო. მოკიდე ხელი ახლა ამ საწურს და გადავიტანოთ მეორე ქვევრზე.

- უჰ, მძიმე კია ეს ოხერი.

- მსუბუქი სავსე ღვინის ჭიქაა. განსხვავებულების შენ მაინც გეშინია და...

0.112573