თამაშგარე

10:54 | 23.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიზ სოლარი ცხოველის ტყავში

ალბათ გახსოვთ ადრეც რომ ვწერდით ბედოვალათი არგენტინელი ვეტერანი ფეხბურთელის, სანტიაგო სოლარის თამამ და კეკლუც დაზე – ლიზ სოლარიზე, რომელიც თავის საზოგადოდ წარმოჩინების ჭეშმარიტად დიდი ოსტატი გახლავთ და სწორედ ამანაც განაპირობა მისი ბოლოდროინდელი პოპულარობა.

ლიზ სოლარი თუკი აქამდე ძირითადად მხოლოდ ეპატაჟური ხრიკებით აღწევდა პოპულარობას, როგორც იქნა მისი მთავარი სანუკვარი საწადელიც ახდა და მოდელის კარიერაც შეიქმნა. დაახლოებით ორი თვეა, რაც სანტიაგოს გადარეული დაიკო ერთ-ერთ იტალიურ სამოდელო სახლთან თანამშრომლობს და ნაყოფიერადაც.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მრავალი ცნობილი ადამიანი ოფიციალურად ემიჯნება ცხოველთა კვლას და ცხოველების ბეწვეულის სამოდელო საქმეში გამოყენებას, ლიზ სოლარის ეს დიდად არ ანაღვლებს და უკვე გადაწყვეტილია, რომ იგი მონაწილეობას მიიღებს საშემოდგომო ჩვენებაში, სადაც დომინანტი სწორედ ცხოველის ბეწვი იქნება. ვის ანაღვლებს სადღაც ალასკაში მოკლული საწყალი მელა, როდესაც სასწორზე ლიზ სოლარის პოპულარობაა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134958