ფეხბურთი

14:22 | 18.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკო" ლიგა 1-ს კვლავ ლიდერობს (+VIDEO)
მონაკო - რენი 3:0

"მონაკომ" საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში შინ რადამელ ფალკაოს და ტომას ლემარის (დუბლი) გოლების წყალობით "რენი" 3:0 დაამარცხეს და ლიგა 1-ში კვლავ გალიდერდნენ. აღნიშნულ თამაშამდე პირველობა პსჟ-ს ეკავა, პარიზელებს და "მონაკოს" 10-10 ქულა ჰქონდა და დედაქალაქელები ბურთების უკეთესი სხვაობით ლიდერობდნენ.

17 სექტემბერს, აღნიშნული მატჩის გარდა, 5 მატჩი გაიმართა. ჩემპიონატში პირველი გამარვება იზეიმა "ლორიენმა", რომელმაც "ლილი" შინ 1:0 დაამარცხა. "ნანსიმ" და "ნანტიმ" მატჩი ფრედ 1:1 დაასრულეს და ამ გუნდებისთვის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პირველი ფრე გახლდათ. ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო "ანჟერმა", რომელმაც "დიჟონის" დამარცხების შემდეგ, "ბორდოს" სტუმრად მინიმალური ანგარიშით სძლია. "გენგამმა" "ტულუზასთან" სტუმრად 1:2 წააგო და ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა. "დიჟონი" შინ "მეცის" უგოლო ფრეზე დაუზავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104412