ძიუდო

22:30 | 17.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების ვერცხლები და უმედლო საქართველო

ესპანეთის ქალაქ მალაგაში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალური პირველობის დასკვნითი დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ირაკლი ცირეკიძისა და მინდია ბოდაველის გაწვრთნილი გუნდი დღეს ევროკონკურენციაში ექვსი სპორტსმენით ჩაება, მაგრამ თორნიკე ნაგლიაშვილისა (66 კგ) და გიორგი კაციაშვილის (73 კგ) ვერცხლის მედლებს ერთი ბრინჯაოც ვერავინ მიამატა.

თამაზ კირაკოზაშვილმა, გიორგი ქურდიანმა (ორივე 81 კგ), ონისე სანებლიძემ (90 კგ), დავით ოზბეთელაშვილმა (100 კგ), გურამ ქოსმენაშვილმა (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი დილის პროგრამაშივე დაასრულეს და ფინალური ბლოკის შეხვედრები ჩვენებურთა გარეშე გაიმართა.

ნაკრებს არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში გასათვალისწინებელი ქულა მხოლოდ სანებლიძემ მოუპოვა, რომელმაც მე-7 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან განსხვავებით, საკმაოდ წარმატებული დღე ჰქონდათ სხვა ქვეყნების სახელით მოჭიდავე ქართველებს. ანრი ეგუტიძემ (81 კგ) და ნიკოლოზ შერაზადიშვილმა (90 კგ) ფინალში იჭიდავეს, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში ორივე დამარცხდა. ეგუტიძემ ვერცხლი პორტუგალიას მოუპოვა, ხოლო შერაზადიშვილმა – ესპანეთს.

ევროპირველობა ხვალ, გუნდური ჩემპიონატით დაგვირგვინდება. საქართველოს ვაჟთა ნაკრები პირველ შეხვედრას რუმინეთთან გამართავს, გოგონები კი ხორვატიას დაუპირისპირდებიან.

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი - 18:30 საათზე.

ძიუდო

ევროპის ჩემპიონატი

ახალგაზრდები

მალაგა

16-17 სექტემბერი

ვაჟები

55 კგ

1 ნათიგ გურბანლი (აზერბაიჯანი)

2 ალი პაფოვი (რუსეთი)

3 ანდრეა კარლინო (იტალია)

3 მაქსიმ მერლინი (საფრანგეთი)

5 ირაკლი კუპატაძე (საქართველო)

60 კგ

1 თორნიკე ჭკადუა (ჰოლანდია)

2 ნეილ მაკდონალდი (ბრიტანეთი)

3 იოლან ფლორიმონტი (საფრანგეთი)

3 მანუელ ლომბარდო (იტალია)

7 რობინზონ ბეგლარაშვილი (საქართველო)

66 კგ

1 დმიტრი მინკოუ (ბელარუსი)

2 თორნიკე ნაგლიაშვილი (საქართველო)

3 ალბერტო გაიტერ მარტინი (ესპანეთი)

3 ნილს სტამპი (შვეიცარია)

73 კგ

1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (Aზერბაიჯანი)

2 გიორგი კაციაშვილი (საქართველო)

3 მარტინ ჰოჟაკი (სლოვენია)

3 კრისტოფერ ვაგნერი (ავსტრია)

81 კგ

1 ნემანია მაჟდოვი (სერბეთი)

2 ანრი ეგუტიძე (პორტუგალია)

3 ტიმ გრამკოვი (გერმანია)

3 ტურპალ ტეპკაევი (რუსეთი)

90 კგ

1 მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი)

2 ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)

3 მარკო ბუბანია (მონტენეგრო)

3 აურელიენ დიესი (საფრანგეთი)

7 ონისე სანებლიძე (საქართველო)

100 კგ

1 აარონ ფარა (ავსტრია)

2 იოჰანეს ფრეი (გერმანია)

3 არმან ადამიანი (რუსეთი)

3 მიკიტა სვირიდი (ბელარუსი)

+100 კგ

1 რუსლან შახბაზოვი (რუსეთი)

2 ფედირ პანკო (უკრაინა)

3 ტამერლან ბაშაევი (რუსეთი)

3 ზარკო კულუმი (სერბეთი)

გოგონები

44 კგ

1 ჟუსტინ დელოილი (საფრანგეთი)

2 მარინ ჟილი (საფრანგეთი)

3 ლოის პეტი (ბელგია)

3 ვლადლენა ზერშნიკოვა (რუსეთი)

48 კგ

1 დარია ბილოდიდი (უკრაინა)

2 დარია პიჩკალევა (რუსეთი)

3 რეკა პუპი (უნგრეთი)

3 მირიამ შნეიდერი (გერმანია)

52 კგ

1 ნადეჟდა პეტროვიჩი (სერბეთი)

2 ირემ კორკმაზი (თურქეთი)

3 ასტრიდ ნეტო (საფრანგეთი)

3 ტიჰეა ტოპოლოვეცი (ხორვატია)

5 მარიამ ჯანაშვილი (საქართველო)

57 კგ

1 პაულინ სტარკე (გერმანია)

2 ანდრეა ლესკი (სლოვენია)

3 სტეფანია Aდელინა დობრე (რუმინეთი)

3 იულია კოვალჩიკი (პოლონეთი)

63 კგ

1 სანე ვერმეერი (ჰოლანდია)

2 ლარა რეიმანი (გერმანია)

3 ანია ობრადოვიჩი (სერბეთი)

3 ინბალ შემეში (ისრაელი)

70 კგ

1 მარი ევ გაი (საფრანგეთი)

2 სარა როდრიგესი (ესპანეთი)

3 ნატაშა აუსმა (ჰოლანდია)

3 სზაბინა გერშაკი (უნგრეთი)

78 კგ

1 ანა მარია ვაგნერი (გერმანია)

2 ბრიგიტა მატიჩი (ხორვატია)

3 ალექსანდრა გიმალეტდინოვა (რუსეთი)

3 გიორგია სტანგერლინი (იტალია)

+78 კგ

1 ჟულია ტოლოფუა (საფრანგეთი)

2 სებილე აკბულუტი (თურქეთი)

3 ანიტა ფორმულა (პოლონეთი)

3 ვასილინა კირიჩენკო (უკრაინა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118904