ფეხბურთი

20:43 | 17.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის პირველ ტურში კირინთილი გამოარჩიეს

"ქონიასფორის" მეკარე სერკან კირინთილი უეფას ექსპერტებმა ევროპა ლიგის 2016/17 წლების სეზონის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 31 წლის თურქმა ფეხბურთელმა "შახტართან" წაგებულ შეხვედრაში (0:1) 9 სეივი შეასრულა და რომ არა მისი სიყოჩაღე, თურქები დიდი ანგარიშით წააგებდნენ.

ევროპა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში კი "პანათინაიკოსის" მეკარე მოხვდა და არა თურქი. სერკანს მაღალ დონეზე არ უთამაშია. "ფენერბაჰჩეში" სამი წელი იყო, თუმცა მატჩი არ ჩაუტარებია, ახალგაზრდობაში კი თურქეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.

0.111255