ფეხბურთი

20:45 | 16.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა: “სამგურალი” და “ვიტ ჯორჯია” ლიდერობენ

გაიმართა პირველი ლიგის მორიგი ტური. როგორც იცით, ორი გუნდი ზედ თამაშის წინ დააჯარიმეს და ფულადი თანხის გარდა (10 000 ლარი), 6-6 ქულაც ჩამოაკლეს. საუბარია მარტვილის “მერანზე” და “რუსთავზე”. მათი დაპირისპირება მარტვილში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა (2:1), თუმცა ეს შედეგიც, ბუნებრივია, ანულირდა და ორივე გუნდს 0:3 მარცხი ჩაეთვალა. ეს ყველაფერი გარიგებული თამაშის გამო.

დღევანდელ ტურს რაც შეეხება, “მერანსაც” და “რუსთავსაც” საშინაო მატჩები ჰქონდათ, მაგრამ ვერ მოიგეს – ფრეს დასჯერდნენ, შესაბამისად, “მარკ სტართან” და “ჩხერიმელასთან”. გამოსარჩევია “მეშახტეს” გამარჯვება ხობის “კოლხეთთან” (2:0) და ხონის “იმერეთის” 2:0 გამარჯვება ცხინვალის “ლიახვთან”. “თეთრ ჯგუფში” “სამგურალი” ლიდერად დარჩა. ტური გამოტოვა, მაგრამ მაინც.

“წითელ ჯგუფში” ლიდერია “ვიტ ჯორჯია” და ეს მიუხედავად იმისა, რომ თერჯოლის “საპოვნელას” შინ ვერ მოუგო (0:0). “სქური” და “გაგრა” 2:2-ზე გაეყარნენ, “ბორჯომმა” 2:0 სძლია “ჭიათურას”, “სულორი” შინ აგებდა აუტსაიდერ “გარდაბანთან”, მაგრამ შემოატრიალა თამაში და 2:1 იმარჯვა.

თეთრი ჯგუფი (ტურს ტოვებდა წყალტუბოს “სამგურალი”)

მეშახტე (ტყიბული) – კოლხეთი (ხობი) 2:0

გოლები: 1:0 ხინთიბიძე (13), 2:0 ჯობინაშვილი (90)

მერანი (მარტვილი) – მარკ სტარსი (თბილისი) 1:1

გოლები: საბანაძე (30), 1:1 ქავთარაძე (51)

ლიახვი (ცხინვალი) – იმერეთი (ხონი) 0:2

გოლები: 0:1 ქუცურუა (4), 0:2 კაკალაძე (24)

რუსთავი – ჩხერიმელა (ხარაგაული) 2:2

გოლები: 0:1 ჭკუასელი (24), 1:1 დათა სიჭინავა (26 პენ), 1:2 აკა (34), 2:2 მეტრეველი (69)

წითელი ჯგუფი (ტურს ტოვებდა ზუგდიდის “ოდიში 1919”)

ბორჯომი – ჭიათურა 2:0

გოლები: 1:0 ქობესაშვილი (54), 2:0 ციცხვაია (80)

სქური (წალენჯიხა) – გაგრა 2:2

გოლები: 1:0 ლუცენკო (9 ავტოგოლი), 1:1 კიკაბიძე (24), 1:2 ლევან პაპავა (66), 2:2 კუკავა (78)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – საპოვნელა (თერჯოლა) 0:0

სულორი (ვანი) – გარდაბანი 2:1

გოლები: 0:1 გიორგი კაშია (5), 1:1 ფირალაშვილი (61), 2:1 ნიკა კვასხვაძე (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110953