ფეხბურთი

18:45 | 14.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისმა და საფრანგეთმა ამხანაგური დაგეგმეს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრები 2017 წლის 13 ივნისს "სტად დე ფრანსზე" ამხანაგურ მატჩს საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს. სამი დღით ადრე "სამი ლომი" შოტლანდიას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში დაუპირისპირდება, "მამლები" კი 9 ივნიის შვედეთთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ბოლოს აღნიშნულ ნაკრებებს შორის მატჩი 2015 წლის ნოემბერში, "უემბლიზე" გაიმართა და ინგლისმა დელი ალის და უეინ რუნის გოლების წყალობით მეტოქე 2:0 დაამარცხა.

0.1164