ფეხბურთი

17:12 | 12.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი: “ოქროს ბურთს 2-3 წელიწადში მოვიგებ”

ჭირვეულ მარიო ბალოტელის საფრანგეთის ლიგა 1-ში დებიუტი ისეთი გამოუვიდა, უკეთესს ვერ ინატრებდა. 26 წლის შემტევმა მარსელის “ოლიმპიკს” ორი გოლი გაუტანა და მთელი საფრანგეთი აალაპარაკა.

როგორც აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ “სუპერმარიომ” “კანალ პლიუსს” უთხრა, იგი ახლო მომავალში ოქროს ბურთის მოგებას გეგმავს. ამასთან, დასძინა, “ლივერპულში” გადასვლა დიდი შეცდომა იყოო.

“ჩემს კარიერაში “ლივერპული” ყველაზე ცუდი არჩევანი იყო. ასევე, “მილანშიც” არ უნდა დავბრუნებულიყავი. მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და შრომით შემიძლია ბევრს მივაღწიო. ვფიქრობ, 2-3 წელიწადში კარგად მუშაობის შემთხვევაში ოქროს ბურთის მოგების შანსიც მექნება”, - უთხრა ბალოტელიმ “კანალ პლიუსს”.

აღსანიშნავია, რომ მარიო ბალოტელი პირველი იტალიელია 2006 წლის შემდგომ, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა. 10 წლის წინ იგივე “მონაკოს” რიგებში მარკო დი ვაიომ გაახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111362