ფეხბურთი

21:26 | 9.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

10-11 სექტემბერს ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება

10-11 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის თეთრი და წითელი ჯგუფების მეხუთე ტურის მატჩები გაიმართება.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება სამტრედიაში გაიმართება. „ეროსი მანჯგალაძეზე“ „სამტრედია“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს. მიმდინარე გათამაშება ფოთელებმა შესანიშნავად დაიწყეს და 9 ქულით მეორე ადგილზე არიან. იმერლები კი, არასტაბილურად ასპარეზობენ და 5 ქულით მეოთხე პოზიციაზე არიან. მიუხედავად ამისა, სამტრედიაში თამაში ყველა გუნდისთვის რთულია და სავარაუდოა, რომ მაყურებელი დაძაბულ შეხვედრას იხილავს.

საინტერესო მატჩები გაიმართება თბილისშიც. 10 სექტემბერს „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე ერთამანეთს „ცხინვალი“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდებიან. გუნდებს თანაბარი 4-4 ქულა აქვთ და მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. 11 სექტემბერს კი, „მიხეილ მესხის“ ცენტრალურ მოედანზე „საბურთალო“ გორის „დილას“ მიიღებს. გუნდებს შორის განსხვავება ორი ქულაა, გორელებს ექვსი ქულა აქვთ, თბილისელებს კი, ოთხი. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი ლიგის გასულ ტურში ორივე მათგანი დამარცხდა.

უმაღლესი ლიგის მე-5 ტურში კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება: 10 სექტემბერს, ბოლნისის „სიონი“ „ზუგდიდს“ უმასპინძლებს, „გურია“ „ტორპედოს“. 11 სექტემბერს კი, ტურის ბოლო შეხვედრაში თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „შუქურას“ უმასპინძლებს.

ცხინვალი - ლოკომოტივი

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 17:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. თოდრია, ლ. ვარამიშვილი, გ. კიკაჩეიშვილი

გურია - ტორპედო

ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 17:00

მსაჯები: ჯ. ხორავა, ზ. ბერულავა, დ. კურტანიძე, ტ. რუხაია

დისკვალიფიკაცია: პეტერსონ კაბორე (გურია), ბექა ტუღუში (ტორპედო)

სიონი - ზუგდიდი

ბოლნისი, "თამაზ სტეფანია", 17:00

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, გ. ელიკაშვილი, გ. ვადაჭკორია

დისკვალიფიკაცია: რაფაელ ჩუკვურა (ზუგდიდი)

სამტრედია - კოლხეთი ფ

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 17:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, პ. მაჭარაძე

საბურთალო - დილა

თბილისი, "მიხეილ მესხი", 17:00

მსაჯები: ბ. ნინუა, ზ. ფიფია, ს. სპიცინი, ა. ბასლეჰლო, შ. ქუხილავა, დ. სანოძე

დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე (დილა)

დინამო თბ - შუქურა

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 18:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე,, ი. კაკაბაძე, ბ. გლუშჩუკი

დისკვალიფიკაცია: გიორგი ჩელებაძე (შუქურა)

სფფ-ის პრესსამსახური

0.112926