ფეხბურთი

13:08 | 8.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაკამ დროგბას აჯობა (+VIDEO)

ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS) “მონრეალისა” და “ორლანდო სიტის” შეხვედრა კოტ დივუარელი დიდიე დგობასა და ბრაზილიელი რიკარდო კაკას დაპირისპირებით გამოირჩა.

“ორლანდომ” სტუმრად გამართული მატჩი 4:1 მოიგო, ხოლო ფეხბურთელები, რომლებიც წარმატებული ევროპული კარიერის შემდეგ გადაბარგდნენ MLS-ში, ამ თამაშში მთავარი მოქმედი პირები იყვნენ. თავდაპირველად, “მონრეალი” დროგბას კარგად შესრულებული საჯარიმო დარტყმით დაწინაურდა, სტუმრებმა ანგარიში მალევე, კაკას წამოწყებული შეტევის შემდეგ გაათანაბრეს, პირველი ტაიმის დასრულებამდე ბრაზილიელმა თავადაც გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი პენალტი გამოიყენა და დუბლი მიითვალა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან სხვაობის შემცირების შანსი დროგბასაც მიეცა, თუმცა კოტ დივუარელს მეკარემ აჯობა. საბოლოოდ, მასპინძლებმა მეოთხე გოლიც გაუშვეს და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124343