ფეხბურთი

18:30 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" ყოფილი ბომბარდირი დავით მუჯირი: "იმედია, 5 სექტემბერი ავსტრიის დღე არ იქნება"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივამა დავით მუჯირმა ავსტრიულ კრონე-სთან საუბარში განაცხადა, რომ 5 სექტემბრის მატჩში მასპინძლებს გამარჯვების შანსი აქვთ. მუჯირის თქმით, ავსტრია ფავორიტი არ არის.

შეგახსენებთ, მუჯირი ოთხი წლის განმავლობაში თამშობდა ავსტრიულ გრაცის "შტურმში" და ერთ სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო თანაბომბარდირიც გახდა. ეროვნულ ნაკრებში კი დავითს 25 მატჩი ჩაუტარებია და ერთი გოლი გაუტანია.

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, თბილისში საქართველოს ნაკრებთან არცერთი გუნდი არაა ფავორიტი. დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია დადებითი შედეგის მიღწევა. იმედია, 5 სექტემბერი ავსტრიის ნაკრებისთვის იღბლიანი დღე არ იქნება. ავსტრიამ წინა შესარჩევი ძლიერად ჩაატარა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინა.

...ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამის ნათელი დადასტურებაა საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩი: ესპანეთთან სტუმრად 1:0 მოვიგეთ. ამ გამარჯვებით ვამაყობთ, მაგრამ ეიფორიაში ნამდვილად არ ვვარდებით. ჩვენი მიზანია, ქართული ფეხბურთი რაც შეიძლება მალე გახდეს უკეთესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ საამისოდ საკმაო დროა საჭირო.

...მსოფლიო ჩემპიონატის ამ შესარჩევ ჯგუფში, წილისყრისას, მეექვსე კალათაში ვიყავით. ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი ბოლო კალათაში არაა. გვსურს, რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ. ვიბრძოლებთ ნებისმიერ მატჩში, ნებისმიერ მეტოქესთან.

..."შტურმში" გატარებული პერიოდი? მშვენიერი დრო იყო, ეს კლუბი ყოველთვის იქნება ჩემი გულის სიღრმეში და იმედია, ავსტრიის საუკეთესო კლუბებს შორის დაიბრუნებს ადგილს".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118391