ჭიდაობა

1:01 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მელია მსოფლიოს ჩემპიონია, წურწუმიამ ბრინჯაო მოიპოვა

საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრი გიორგი მელია (96) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ნუგზარ წურწუმიამ (50) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუშინ 4 წონითი კატეგორიის ფალავნები ასპარეზობდნენ.

გიორგი მელიამ პირველ შეხვდრაში შვეიცარიელი დამიან ვონ ეუ 4:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში იაპონელ იუტა ნარას 7:1 სძლია, ნახევარფინალში ამერიკელ ტრეისი ჰენკოკის 12:8 მოუგო, ფინალში კი ჩვენებურმა ბელარუსი არსენ სიჩევი ბრწყინვალედ შესრულებული ოთქულიანი გდებით 4:3 დაამარცხა და ახალაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ წელს ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მელიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ახალგაზრდებში ნუგზარ წურწუმიამ (50) კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თავდაპირველად, მან უკრაინელი ვლადისლავ კოროსტილოვი 4:1 დაამარცხა, მომდევნო წრეში ყაზახ ბაირჯან სადვოკასოვს 6:2 სძლია, ნახევარფინალში უზბეკ ილხომ ბახრომოვთან დათმო შეხვედრა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი ირანელი მეჰდი ნეჯადი 7:2 დაამარცხა.

გუშინვე ხალიჩაზე კიდევ ორი ქართველი – ლევან ქავჟარაძე (60) და თემურ ჭკუასელიძე (74) გავიდა, თუმცა ისინი დამარცხდნენ და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ. აღსანიშნავია, რომ ქავჟარაძემ იაპონელი სუზუკი 6:3 და რუსი იახიევი 5:4 დაამარცხა, თუმცა მომდევნო წრეში თავად დამარცხდა აზერბაიჯანელ რახმანოვთან.

დღეს, ბერძნულ-რომაული სტილის დარჩენილი 55-66-84-120 კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე დავით ჩხარტიშვილს (55), რამაზ ზოიძეს (66), გურამ ხეცურიანსა (84) და ზვიად პატარიძეს (120) ვიხილავთ.

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117866