ჩოგბურთი

1:39 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

5 ქართველი მერვედფინალში

ბათუმის 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში გასვლა ხუთმა ქართველმა ჩოგბურთელმა მოახერხა და მათ შორის პირველი, მეორე და მესამე განთესვის მქონე გოგონებიც არიან.

პირველ ნომრად მიჩნეულმა ეკატერინე გორგოძემ რუსი ვალერია ოლიანოვსკაია 6:3, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში თათია მიქაძეს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა ასევე რუს ანასტასია ჩიკალკინას 6:4, 7:5 სძლია.

მე-2 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაიამ უკრაინელ ალიონა ფომინას 4:6, 6:2, 6:4 მოუგო და ჭიდილი რუს ვალერია პოგრებნიაკთან მოუწევს. მოლდოველ იულია ჰელბეტს გაეჯიბრება მე-3 ნომრად მიჩნეული მარიამ ბოლქვაძე, რომელმაც რუს ელინა ნეპლის აჯობა – 4:6, 6:0, 6:3.

მერვედფინალში ითამაშებს მარიამ დალაქიშვილიც, რომელმაც თანამემამულე ლანა კენჭიაშვილი 6:2, 6:2 დაამარცხა და ახლა, მე-4 რეიტინგით მოასპარეზე რუს მარგარიტა ლაზარევასთან დაპირისპირება მოუწევს. ამ უკანასკნელმა ანა შანიძეს 6:2, 6:2 სძლია.

წყვილთა ტურნირში გორგოძემ და ქვაცაბაიამ რუსებს – ნინა და ვალერია ოლიანოვსკაიებს 6:1, 6:3 მოუგეს და მეოთხედფინალში დალაქიშვილს და რუს ზოზია კარდავას ეთამაშებიან. მათ ანა ახალკაცს და ნინო მემიშიშის 6:1, 6:1 სძლიეს. მეოთხედფინალშივე ბოლქვაძე და მიქაძე კენჭიაშვილს და რუს ადელინა ბარავის გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103513