ფეხბურთი

18:13 | 30.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ბარსამ” პაკო შეიძინა

ესპანეთის ჩემპიონმა კატალონიის “ბარსელონამ” “ვალენსიას” 23 წლის თავდამსხმელი პაკო ალკასერი გაიფორმა. როგორც “ბლაუგრანას” ვებგვერდი იტყობინება, ესპანელმა შემტევმა ახალ გუნდთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ბარსას” ალკასერის შეძენა 30 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც მომავალში ბონუსის სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება.

გარდა ამისა, “ვალენსიაში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს მუნირ ელ ჰადადი, რომლის გამოსყიდვა “ვალენსიას” დამდეგ ზაფხულს 12 მილიონად შეეძლება.

პაკო ალკასერს “ვალენსიაში” დებიუტი 2011 წელს ჰქონდა, ხოლო ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად 2013-2014 წლების სეზონიდან ჩამოყალიბდა. ამ დროის განმავლობაში პაკომ “ღამურათა” რიგებში ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ 93 მატჩში 30 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11347