ფეხბურთი

15:19 | 30.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი: მერვედფინალისტები დაწყვილდნენ, ფინალი 22 ნოემბერს გაიმართება

30 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.თორმეტმა კლუბმა მერვედფინალის საგზური პირველი ეტაპის დაძლევით მოიპოვა. ოთხი კლუბი კი, რომლებიც საქართველოს ევროთასებზე წარმოადგენდნენ თასის გათამაშებაში ავტომატურად, მერვედფინალიდან ჩაებმებიან.

გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ლიახვი - ლოკომოტივი; სიონი - კოლხეთი 1913; ბორჯომი - დინამო თბ; კოლხეთი ხობი - ჩიხურა; ოდიში 1919 - ტორპედო; სულორი - გურია; ჩხერიმელა - სამტრედია; მერანი - დილა.

მერვედფინალური ეტაპის მატჩები 21 სექტემბერს ჩატარდება. მეოთხედფინალის შეხვედრები 19 ოქტომბერს გაიმართება, ნახევარფინალი 2 ნოემბერს, ხოლო ფინალური მატჩი 22 ნოემბერს შედგება.

შეგახსენებთ,რომ დავით ყიფიანის სახელობის თასის ყოველი ეტაპი თითო მატჩისგან შედგება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117353