ფეხბურთი

1:11 | 30.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პოლონური მედია: ყაზაიშვილი "ლეგიაში" ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვალერი ყაზაიშვილი კარიერას პოლონეთის ჩემპიონ ვარშავის “ლეგიაში” გააგრძელებს. კერძოდ, როგორც პოლნური გამოცემები weszlo.com და pilkarskiswiat.com-ი იტყობინება, “ლეგიასა” და არნემის “ვიტესს” შორის შეთანხმება მიღწეულია და 23 წლის ქართველ შემტევს ვარშავაში უკვე დღეს, ნაშუადღევს ელოდებიან.

ზემოხსენებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ვაკო “ლეგიაში” მიმდინარე სეზონს იჯარის წესით გაატარებს, ხოლო პოლონეთის ყველაზე სახელოვან გუნდს სურვილის შემთხვევაში, მისი გამოსყიდვაც შეეძლება.

ყაზაიშვილი “ვიტესში” 2011 წლიდან ასპარეზობდა და დღემდე ჰოლანდიის ერედივიზონში ჩატარებულ 109 თამაშში 27 გოლის გატანა შეძლო და ამასთან, თანაგუნდელებს ასისტენტობა 12-ჯერ გაუწია.

ბოლო დროს, ყაზაიშვილს “ვიტესში” საქმეები არცთუ კარგად მისდიოდა და ბოლო ორ თამაშში სასტარტო შემადგენლობაშიც ვერ მოხვდა. ახლა კი, მას ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს თამაში – “ლეგია” ჯგუფში 21-წლიანი პაუზის შემდგომ მოხვდა და მეტოქეები სერიოზული ჰყავს: “რეალი”, “დორტმუნდი” და “სპორტინგი”. Transfermarkt.de-ს ქართველი შემტევი 3.5 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115692