რაგბი

21:51 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

27-ე სეზონის სტარტზე

5 დღეში, 3 სექტემბერს, დიდი-10-ის 27-ე სეზონი იღებს სტარტს. პირველი ტურის მატჩები 3 და 4 სექტემბერს თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. სეზონის პირველივე ტურში ყველა მატჩი 17 საათზე დაიწყება.

3 სექტემბერს 2 მატჩი გაიმართება – ქუთაისში, პირველობის დებიუტანტი “ბაგრატი” “აია არენაზე” მოქმედ ჩემპიონს, “ლელო სარასენს” ეთამაშება. პარალერულად, თბილისში “აკადემია” წინა სეზონის პლეიოფის მონაწილე ბოლნისის “ყოჩებს” ავჭალაში უმასპინძლებს.

4 სექტემბერს, “დინამოსთან” ორ რაუნდიანი ბრძოლის შედეგად ელიტაში დარჩენილი “არმაზი” ვიცე-ჩემპიონს, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს “ლოკომოტივს” “შევარდენზე” მიიღებს. ავჭალაში “არმია” დიდი 10-ის 2015-16 წლის სეზონის ვერცხლის პრიზიორს გორის “ჯიქს” ერკინება, ქუთაისში კი “აია”, შინ, “აია არენაზე” “ბათუმს” მიიღებს.

ტელე ტრანსლიაცია

2015-16 წლის სეზონის მსგავსად, დიდი 10-ს ამ სეზონის ტურების ცენტრალური მატჩების ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით განხორციელდება.

ინტერნეტ სტრიმი

თითოეულ ტურში ორ-ორი მატჩის ინტერნეტ სტრიმს, საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორი, ინტერნეტ მაუწყებელი ლაივ ფროდაქშენის პორტალი Devi.ge უზრუნველყოფს.

პირველი ტურის მატჩების განრიგი (ყველა 17:00 საათზე)

3 სექტემბერი (შაბათი)

აკადემია - ყოჩები, ავჭალა | პირდაპირი რეპორტაჟი - 1 არხი

ბაგრატი - ლელო სარასენს, აია არენა | სტრიმი - Devi.ge

4 სექტემბერი (კვირა)

აია - ბათუმი, აია არენა | სტრიმი - Devi.ge

არმაზი - ლოკომოტივი, შევარდენი

არმია - ჯიქი, ავჭალა

დაუმეგობრდი დიდ 10-ს

დიდი 10-ის შესახებ ახალი ამბების და ინფორმაციული განახლებების სანახავად ფეისბუქზე უნდა ესტუმროთ გვერდს @Didi10Rugby

www.rugby.ge

თეგებიდიდი 10
0.114437