სხვა

14:53 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიოს პარალიმპიადის ქართული განაცხადი 5-მდე გაიზარდა

რიო დე ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველო 5 სპორტსმენით გამოვა. ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის განცხადების თანახმად, რუსეთის პარალიმპიური კომიტეტისადმი გამოტანილი მკაცრი ვერდიქტის – გუნდის სრულიად მოკვეთის შემდეგ, საერთაშორისო პარალიმპურმა კომიტეტმა რუსი პარასპორტსმენების ლიცენზიები სხვა ქვეყნებზე გადაანაწილა და ამით ქართული განაცხადიც გაფართოვდა.

საქართველოს ეროვნულ პარალიმპურ კომიტეტს რიო 2016-ისთვის დამატებით სამი ლიცენზია გამოეყო. შემადგენლობას დაემატნენ: ირმა ხეცურიანი (ეტლით ფარიკაობა), აკაკი ჯინჭარაძე (წოლჭიმი) და ვანო წიკლაური (პარამშვილდოსნობა). ასევე დამატებით ლიცენზიათა ქვოტაში მოხვდა მოცურავე ლია ჩაჩიბაიაც, რომელიც ისედაც მიემგზავრებოდა ბრაზილიაში, ოღონდ "ველური ბარათით”.

ჩამოთვლილი ოთხი პარასპორტსმენის გარდა, მომავალ პარალიმპურ თამაშებზე საქართველოს დროშის ქვეშ ძიუდოისტი ზვიად გოგოჭურიც გამოვა, რომელიც პარაძიუდოში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია.

რიო დე ჟანეიროს პარალიმპური თამაშები 7-18 სექტემბერს გაიმართება და მედლების 528 კომპლექტისთვის ბრძოლაში 176 ქვეყნის სპორტსმენები ჩაებმებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110431