ჩოგბურთი

14:47 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა US Open-ზე პანოვასთან ერთად ითამაშებს

დღეიდან სტარტს აიღებს აშშ-ს ღია პირველობის ძირითადი ბადის მატჩები. ერთეულთა ტურნირში საქართველოს წარმომადგენელი არ ეყოლება, აი, წყვილებში კი ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა მოსინჯავს, რომელსაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის წყვილთა რეიტინგში 1550 ქულით 53-ე ადგილი უკავია.

US Open-ზე კალაშნიკოვას მეწყვილე რუსი ალექსანდრა პანოვა იქნება, რომელიც კლასიფიკაციაში 76-ეა. ქართულ-რუსული დუეტი პირველ წრეში მე-11 ნომრად განთესილ ჩინურ წყვილს (ქსუ-ჟენგი) გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11319