ჭადრაკი

13:22 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხომერიკმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო!

ნინო ხომერიკმა 18 წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ქართველი მოჭადრაკე დამაჯერებლად, დამარცხების გარეშე ავიდა უმაღლეს კვარცხლბეკზე.

ხომერიკის აქტივში 6 გამარჯვება და 3 ფრედ დასრულებული პარტიაა. ამგვარად, ნინოს 7.5 ქულა მოუგროვდა და მან უახლოეს კონკურენტებს – რუს ეკატერინა დიაკონოვას (2172) და სლოვენიელ ლაურა უნუკს (2240) 0.5 ქულით გაუსწრო.

ხომერიკის ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღვის მის პერსონალურ მწვრთნელს, საერთაშორისო ოსტატ ხვიჩა სუპატაშვილს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ასაკობრივ პირველობას ჩეხეთის დედაქალაქმა პრაღამ უმასპინძლა. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად სხვადასხვა (8, 10, 12, 14, 16, 18) ასაკობრივ კატეგორიებში ჩატარდა, როგორც – გოგონათა, ასევე – ჭაბუკთა შორის.

სულ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 24 მოჭადრაკე ასპარეზობდა.

0.191597