სხვა

13:51 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელებმა 22 რუსული ლიცენზია შეიმატეს

რიო დე ჟანეიროს პარალიმპური თამაშები რომ რუსი პარასპორტსმენების გარეშე ჩაივლის, უკვე წერტილდასმული ამბავია. ბოლო იმედი რუსებს სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ გადაუწურა, მას შემდეგ, რაც მათი პროტესტი არ დააკმაყოფილა. ახლა კი უფრო აქტუალური ისაა, როგორ გადანაწილდება გამოთავისუფლებული ლიცენზიები სხვა ქვეყნების ნაკრებებზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პარალიმპური კომიტეტის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების თანახმად, ამერიკელებს ბრაზილიურ განაცხადში 22 პარალიმპიელი შეემატებათ და სპორტსმენთა საერთო რაოდენობა 289-მდე გაიზრდება, რაც ყველა დროის სარეკორდო მაჩვენებელი იქნება.

რიოს პარალიმპური თამაშები 7-18 სექტემბერს გაიმართება და მედლების 528 კომპლექტისთვის ბრძოლაში 176 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის ქართველი სპორტსმენებიც ჩაებმებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105606