ისტორია

10:39 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

29 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1938. დაიბადა ჯერი ბირნი. ინგლისის ნაკრებისა და “ლივერპულის” მცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი (ინგლისელთა დამრიგებელმა სამუნდიალო განაცხადში შეიყვანა, თუმცა, ტურნირის მსვლელობისას მინდორზე არ გაუყვანია). ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი. ინგლისის ორგზის ჩემპიონი. განსაკუთრებით გაითქვა სახელი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის 1965 წლის ფინალში, “ლიდს იუნაიტედის” წინააღმდეგ. მატჩის მესამე წუთზე ბირნი იორკშირელთა კაპიტან კოლინზს დაეჯახა, რის შედეგადაც ლავიწის ძვალი გაიტეხა. იმ დროს შეცვლები არ იყო, ბირნმა მინდვრიდან გასვლა იუარა და რადგანაც დამატებითი დროც დაინიშნა, უმძიმესი ტრავმით 117 წუთი ითამაშა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებითის პირველსავე წუთებზე ბირნი შეტევაში ჩაერთო და როჯერ ჰანტს საგოლე გადაცემა გაუკეთა. მალე ლიდსელთა შოტლანდიელმა შუახაზელმა ბილი ბრემნერმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ იენ სენტ-ჯორჯმა ზუსტი დარტყმით გადამწყვეტი ბურთი გაიტანა და “ლივერპულმა” პირველად მოიგო ინგლისის თასი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1877. ინგლისის ქალაქ ბოლტონის საფეხბურთო გუნდმა “ქეასტ ჩარჩმა” სახელი შეიცვალა და “ბოლტონ უონდერერზი” გახდა.

1885. გერმანელი მეწარმის, გოტლიბ დაიმლერის მიერ დაარსებულმა საავტომობილო საწარმომ, გერმანიის საპატენტო სამსახურიდან სპორტული მოტოციკლეტების წარმოების უფლება მიიღო.

1895. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, პირველად ჩატარდა ორთაბრძოლა, რომლის დროსაც, სპორტსმენებს დაახლოებით დღევანდელი გაბარიტების ხელთათმანები ემოსათ, ხოლო რაუნდები სამწუთიანი იყო. იმ პაექრობაში ჯონ სალივანმა დომინიკ მაკკეფსის სძლია და პლანეტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1904. აშშ-ის ქალაქ სენტ ლუისში თანამედროვეობის მესამე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. მასში მონაწილეობა 13 ქვეყნის 689 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (78 ოქრო, 84 ვერცხლი, 82 ბრინჯაო), მეორე საფეხურზე გერმანელი სპორტსმენები აღმოჩნდნენ (4, 4, 4), ხოლო მესამე პოზიცია კანადელმა ათლეტებმა დაიკავეს (4, 1, 1).

1906. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის გამარჯვებული უილიამ კლოტიე გახდა.

1908. ნიუ იორკში ლონდონის ოლიმპიადიდან დაბრუნებული ამერიკელი სპორტსმენების აღლუმი მოეწყო. თავად ოლიმპიადა დროში მეტად გაწელილი იყო და ცალკეულ სახეობებში შეჯიბრებები აპრილიდან ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში კი, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ამერიკელებმა დიდი ბრიტანელი ათლეტების შემდეგ, მეორე საფეხური დაიკავეს.

1909. საფრანგეთის ქალაქ რეიმსში თვითმფრინავებით რბოლის მსოფლიოს ჩემპიონატი ამერიკელმა გლენ კერტისმა მოიგო.

1909. ფრანგი საჰაერო მფრინავი ლატამი, თვითმფრინავით 155 მეტრ სიმაღლეზე აფრინდა, რაც იმ პერიოდისთვის მსოფლიოს რეკორდი იყო.

1950. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჰელსინკის 1952 წლის თამაშებზე ასპარეზობის ნება დართო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და იაპონიის სპორტსმენებს.

1986. გდრ-ის წარმომადგენელმა მძლეოსანმა ჰაიკე დრექსლერმა 200 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (21,71).

1987. პორტუგალიელმა სტაიერმა ქალმა როზა მოტამ, რომის მარათონული გარბენი მოიგო (2:25,17).

2004. ათენის ოლიმპიადაზე მარათონული გარბენის 35 კილომეტრის შემდეგ ბრაზილიელი სტაიერი ვანდერლეი დე ლიმა ლიდერობდა, როდესაც მაყურებელთა რიგებიდან ინგლისელი კორნელიუს ჰორანი სამხრეთამერიკელთან მიიჭრა, ხელი კრა და ლიდერობაც დააკარგვინა. საბოლოოდ ვანდერლეი დე ლიმა მესამე ადგილზე გავიდა, ჩემპიონი კი იტალიელი სტეფანო ბალდინი გახდა.

2005. ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდმა მაიკლ ოუენმა მადრიდის “რეალიდან,” 17 მილიონ გირვანქად პრემიერლიგის “ნიუკასლ იუნაიტედს” მიაშურა და “სენტ ჯეიმს პარკელებთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2007. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი სტუმრად ისლანდიის ნაკრებთან დამარცხდა (75:76).

2007. ჩრდილოამერიკული საფეხბურთო სუპერლიგის (ტურნირში ამერიკული MLშ-ის და მექსიკის ლიგის 4-4 კლუბი მომაწილეობს) ფინალში “ლოს ანჯელეს გელექსიმ” პენალტების სერიით (4:3) “პაჩუკა” დაამარცხა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა.

2010. კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა თბილისში ბულგარეთი 94:83 დაამარცხა და ბელგიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. მოგვიანებით ფიბამ ევრობასკეტის მონაწილეთა რაოდენობა 24-მდე გაზარდა და საქართველო ლიტვის 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაუშვეს.

2013. ავთანდილ ჭრიკიშვილმა 81 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა შორის რიო დე ჟანეიროს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2013. ევროპა ლიგის პლეი ოფის განმეორებით მატჩში თბილისის “დინამო” ლონდონში “ტოტენჰემთან” 0:3 დამარცხდა. ასეთივე ანგარიშინ შინ წააგო გორის “დილამ” ვენის “რაპიდთან”.

ამ დღეს დაიბადნენ

1909. პიოტრ სტაროსტინი. მოსკოვის “კრასნაია პრესნიასა” და “სპარტაკის” ფეხბურთელი. ამ გუნდებში სამ ძმასთან ერთად თამაშობდა. მოპოვებული აქვს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული.

1934. ჰორსტ შიმანიაკი. 1950-60-იან წლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნახევარმცველი. მსოფლიოს 1958 და 1962 წლების ჩემპიონატების მონაწილე.

1936. ინგა არტაინოვა (ვორონინა). ციგურებით რბოლაში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი. გარდაიცვალა 1967 წელს.

1938. ჯერი ბირნი. ინგლისის ნაკრებისა და “ლივერპულის” მცველი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი (ინგლისელთა დამრიგებელმა სამუნდიალო განაცხადში შეიყვანა, თუმცა, ტურნირის მსვლელობისას მინდორზე არ გაუყვანია). ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი. ინგლისის ორგზის ჩემპიონი. განსაკუთრებით გაითქვა სახელი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის 1965 წლის ფინალში, “ლიდს იუნაიტედის” წინააღმდეგ. მატჩის მესამე წუთზე ბირნი იორკშირელთა კაპიტან კოლინზს დაეჯახა, რის შედეგადაც ლავიწის ძვალი გაიტეხა. იმ დროს შეცვლები არ იყო, ბირნმა მინდვრიდან გასვლა იუარა და რადგანაც დამატებითი დროც დაინიშნა, უმძიმესი ტრავმით 117 წუთი ითამაშა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, დამატებითის პირველსავე წუთებზე ბირნი შეტევაში ჩაერთო და როჯერ ჰანტს საგოლე გადაცემა გაუკეთა. მალე ლიდსელთა შოტლანდიელმა შუახაზელმა ბილი ბრემნერმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ იენ სენტ-ჯორჯმა ზუსტი დარტყმით გადამწყვეტი ბურთი გაიტანა და “ლივერპულმა” პირველად მოიგო ინგლისის თასი.

1940. ვილჰელმ რიუსკა. ჰოლანდიელი ძიუდოისტი. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მძიმე და აბსოლუტურ წონით კატეგორიებში. მსოფლიოს და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი.

1940. ჰარი გაბელიჩი. ამერიკელი ავტოპილოტი. 1970 წელს სარაკეტო ძრავის მქონე ავტომობილით ხმელეთზე გადაადგილებაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა სისწრაფეში (1001,67 კმ/სთ). ეს მაჩვენებელი ცხრა წლის განმავლობაში საუკეთესო იყო.

1945. ვაიომია ტაისია. ამერიკელი მძლეოსანი ქალი. 100 მეტრზე რბენაში 1964 და 1968 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. იგი პირველი სპორტსმენი გახლდათ, რომელმაც ამ სპრინტერულ დისტანციაზე ორი ოლიმპიური ოქროს მოპოვება მოახერხა. მეხიკოს ოლიმპიადაზე ტაიესმა 11,08 წმ შედეგით გაიმარჯვა.

1945. კაროლ იოკლი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებისა და ბრატისლავას “სლოვანის” ფორვარდი. 1969 წელს მოიპოვა თასების თასი (ფინალში “სლოვანმა” “ბარსელონას” მოუგო). ჩეხოსლოვაკიის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 27 მატჩი, გაიტანა 11 გოლი.

1946. ანდრეას გარდგრუდი. შვედი მძლეოსანი. 3000 მეტრ სტიპლ-ჩეიზში მონრეალის 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 1974 წლის პირველობის პრიზიორი.

1946. ბობ ბიმონი (რობერტ ბობ ბიმონი). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მძლეოსანი. 1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიადის სიგრძეზე ხტომის ასპარეზობა ფენომენალური შედეგით მოიგო (8 მ 90 სმ). ამ რეკორდმა 23 წელი გაძლო და იგი 1991 წელს მაიკლ პაუელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხსნა (8 მ 95 სმ), ბიმონის მიღწევა კი დღემდე რჩება ოლიმპიურ რეკორდად. ბობ ბიმონი 1968 წელს პლანეტის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

1947. ჯეიმს საიმონ უილის ჰატი. ინგლისელი ავტოპილოტი. ფორმულა-1-ში 1976 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

1976. კასია კულეჟა. წარმოშობით პოლონელი მოცურავე. ოლიმპიადებზე იცავდა კანადის ღირსებას. 1996 წლის თამაშებზე სინქრონულ ცურვაში მოიპოვა ვერცხლის მედალი.

1976. ტაირი ვაშინგტონი. ამერიკელი მძლეოსანი. 2003 წელს, დარბაზში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 400 მეტრზე რბენაში ოქროს მედალი მოიპოვა. იმავე წლის მსოფლიოს პირველობაზე ანალოგიურ დისტანციაზე ვერცხლისმედალოსანი გახდა.

1977. დევიენ ჯორჯი. “ლოს ანჯელეს ლეიკერსისა” და “დალას მავერიკსის” მსროლელი-ფორვარდი (203 სმ). კალიფორნიელთა რიგებში 2000, 2001 და 2002 წლებში გახდა ნბა-ს ჩემპიონი.

1977. კრისტიან დალმო. პუერტო-რიკოს საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებელი-მსროლელი (194 სმ). ოლიმპიადისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.

1980. დევიდ უესტი. “ნიუ ორლეან ჰორნეთსის” ფორვარდი (206 სმ). 2008 და 2009 წლებში ითამაშა ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.

1982. კარლოს დელფინო. არგენტინის საკალთბურთო ნაკრების მსროლელი-მსუბუქი ფორვარდი (200 სმ). 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2008 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 2004-07 წლებში თამაშობდა “დეტროიტ პისტონზში”. დელფინო პირველი არგენტინელი კალათბურთელია, რომელიც ნბა-ს დრაფტის პირველ რაუნდში აირჩიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113091