ფეხბურთი

1:00 | 28.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" უკვე გალიდერდა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს II ტურის პირველი სათამაშო დღის შემდგომ სატურნირო ცხრილში მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” გალიდერდა. “ბებერმა ქალბატონმა” I ტურის მსგავსად დღესაც ვერ აჩვენა მაინცდამაინც ფეერიული ფეხბურთი, მაგრამ რომში, “ლაციოს” მაინც მოუგო და უპირველესად კლასის ხარჯზე. შეხვედრის ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე სამი ხედირამ გაიტანა, როდესაც პაულო დიბალას გადაცემა დაამუშავა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა. უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი არცთუ კარგი საყურებელი გამოვიდა საგოლე ეპიზოდის გარდა, რაიმე აღსანიშნავი 90 წუთში არც მომხდარა.

ისიც სათქმელია, რომ ხედირამ უკვე მეორე ბურთი შეაგდო ამ სეზონში, ხოლო საერთოდ, ბოლო 6 მატჩში სერია A-ს ეგიდით, მეოთხე გოლის გატანა მოახერხა. შესაბამისად, ორი მატჩის შემდგომ “იუვე” უდანაკარგოდ მიიწევს წინ, “ლაციოს” კი სამი ქულა დარჩა კლასიფიკაციაში.

თურის მეორე შეხვედრა კი პირიქით, უხვგოლიანი და თვალსასეირო გამოდგა – “ნაპოლიმ” “მილანი” მიიღო და 4:2 დაამარცხა. პირველი ტაიმი ნეაპოლელთა პოლონელი ახალვწუელის არკადიუშ მილიკის ბენეფისად იქცა, ვინც დუბლი გაიფორმა და ფაქტობრივად 33-ე წუთისთვის გადაწყვიტა თამაშის ბედი. სხვათა შორის, მილიკი პირველი პოლონელია, რომელმაც “ნაპოლის” მაისურით შეძლო გოლის გატანა.

თუმცა, მეორე ტაიმის დასწყისი მასპიძელთათვის კოშმარული გამოდგა – ჯერ მბიაე ნიანგმა გაარღვია მაურიციო სარის გუნდის დაცვის ხაზი, ხოლო ოთხ წუთში ესპანელმა სუსომ შორიდან ლამაზი გოლით წონასწორობა აღადგინა, “როსონერიც” თამაშში დაბრუნდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დროებით – დრის მერტენსის აქტიურობის შედეგად ხოსე კალეხონმა 74-ე წუთზე “ნაპოლი” ისევ წინ გაიყვანა, მსაჯის კომპესირებულ დროში კი, ლორენცო ინსინიემ ალესიო რომანიოლის ავტოგოლი გაატანინა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მეორე ტაიმი ძალზე უხეში გამოდგა და ლომბარდიელებმა თამაში 9 კაცით ჩაამთავრეს.

მიმდინარე სეზონში “ნაპოლიმ” პირველად იმარჯვა, ხოლო ვინჩენცო მონტელას გუნდი პირველად – დამარცხდა.

“ლაციო” – “იუვენტუსი” 0:1 (0:0) მიმოხილვა

გოლი: ხედირა (66)

“ნაპოლი” – “მილანი” 4:2 (2:0) მიმოხილვა

გოლები: 1:0 მილიკი (18), 2:0 მილიკი (33), 2:1 ნიანგი (51), 2:2 სუსო (55), 3:2 კალეხონი (74), 4:2 რომანიოლი (90, ა.გ)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118265