ფეხბურთი

17:13 | 27.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის აკადემიამ ლაგოდეხის შეკრება დაასრულა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდებმა ლაგოდეხის შეკრების დასრულებამდე, 26 აგვისტოს ბოლო ამხანაგური მატჩები გამართეს.

სფფ-ის აკადემიის 14-წლამდე გუნდი ჰერეთის აკადემიის 15 წლამდე გუნდს დაუპირისპირდა. გიორგი ხიზანიშვილის შეგირდები, პირელ ნახევარში 0:3 მარცხდებოდნენ, თუმცა მათ მეორე ტაიმში 4 გოლის გატანა მოახერხეს და საბოლოოდ მეტოქე 4:3 დაამარცხეს.

სფფ-ის აკადემია U14: უგრეხელიძე, ვოსკანოვი, ტოფაძე, ტეფნაძე, მირზიკაშვილი, ტალახაძე, შალიკაშვილი, თავზარაშვილი, ჟივიძე, კვარაცხელია, დვალი

შეცვლაძე შემოვიდნენ: ჩინჩალაძე, თოხაძე, კაპანაძე, სიჭინავა, რობაქიძე, მარტყოფლიშვილი, გაგნიძე.

მთ. მწვრთნელი: გიორგი ხიზანიშვილი

გოლები: მირზიკაშვილი, თოხაძე (პენ), ტალახაძე, გაგნიძე

დამაჯერებელი ანაგრიშით, 5:2 იმარჯვა აკადემიის 15-წლამდე გუნდმა. მათი მეტოქე აზერბაიჯანული „ვატანა“ გახლდათ. გიროგი ნემსაძის გუნდის მეტოქე სუმგაითის აკადემია უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში მეტოქე შეიცვალა.

სფფ-ის აკადემიის U15: ჩიკაშუა, ოდიშერიძე, გულხადარაშვილი, ტალახაძე, მიქაუტაძე, მემარნე, გოგოლაძე, ჩოთალიშვილი, ქვარაია, კაპანაძე, ჭანია

შეცვლაზე შემოვიდნენ: მესიაჩენკო, ბოჭორიშვილი, ლაფაური, მიქაია.

მთ: მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

გოლები: კაპანაძე (3), მესიაჩენკო, ჩოთალიშვილი

სფფ-ის აკადემიის გუნდებმა ლაგოდეხში შეკრება დაასრულეს და ახალი სეზონისთვის მზადებას თბილისში განაგრძობენ.

სფფ-ის პრესსამსახური

0.113721