ფეხბურთი

15:41 | 27.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დე გუზმანი “მფრინავ ვირებს” შეუერთდა

იტალიური “ნაპოლის” ჰოლანდიელი ნახევარმცველი ჯონათან დე გუზმანი კარიერას ვერონას “კიევოში” გააგრძელებს. როგორც “ნაპოლის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 29 წლის დე გუზმანი გუნდში ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით ითამაშებს.

ჯონათან დე გუზმანი “ნაპოლიში” 2014 წელს “სუონსიდან” ჩაირიცხა და პირველი სეზონი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა არ უჭირდა, თუმცა მას შემდგომ რაც გუნდში მაურიციო სარი მივიდა, ძირითადში ადგილი დაკარგა. გასული სეზონი ჯონათანმა იჯარით “კარპიში” გაატარა, მაგრამ თავი იქაც ვერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124253