ფეხბურთი

13:21 | 27.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სიტიმ” ზინჩენკო პსვ-ში გაასხვისა

ინგლისურმა “მანჩესტერ სიტიმ” ნიჭიერი უკრაინელი ფეხბურთელი ალექსანდრ ზინჩენკო ჰოლანდიის ჩემპიონ პსვ ეინდჰოვენს ერთწლიანი იჯარით დაუთმო. ამის შესახებ “ქალაქელთა” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება.

19 წლის ზინჩენკო “სიტიმ” ერთი თვის წინ, რუსული “უფადან” შეიძინა. თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინელმა პეპ გვარდიოლას იმედი ამ მოკლე დროში ვერ გაამართლა, თანაც “სიტიში” საკმაოდ დიდი კონკურენციაა.

ზინჩენკომ გასულ სეზონში “უფას” რიგებში 24 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა და ზაფხულში თავისი ქვეყნის ღირსება ევროპის ჩემპიონატზეც დაიცვა.

0.110358