ფეხბურთი

11:55 | 27.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სკუადრა აძურას” ახლა ორი ჯანლუიჯი ჰყავს – დონარუმას ნაკრებში დაუძახეს

“მილანის” ვუნდერკინდი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა იტალიის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. აღნიშნულ ინფორმაციას Sky sport-ი ავრცელებს. დონარუმა სულ რაღაც 17 წლისაა და ფართო ასპარეზზე ერთი წელი არცაა რაც გამოჩნდა. თუმცა, ჯანლუიჯი იტალიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი არაა.

წყაროს თუ დავერწმუნებით, ჯამპიერო ვენტურას ნუსხაში კიდევ ორი იმედისმომცემი და ახალგაზრდა ფეხბურთელი მოხვდა – “იუვენტუსისა” და “მილანის” ცენტრალური მცველები, დანიელე რუგანი და ალესიო რომანიოლი. ამასთან, ვენტურამ კონტეს მსგავსად ნაკრებში არ მიიწვია დომენიკო ბერარდი, რომელიც გადასარევ ფორმაშია და საერთოდ, 2014 წლიდან მოყოლებული იტალიელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე შედეგიანია.

ისე კი, ჯამპიერო ვენტურა ოფიციალურად იტალიის ნაკრების შემადგენლობას კვირას, 28 აგვისტოს დაასახელებს. “სკუარდა აძურა” ჯერ საფრანგეთს ამხანაგურად ეთამაშება, ხოლო მერე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისრაელს დაუპირისპირდება.

0.113809