ფეხბურთი

23:59 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ესპანიოლმა" დავიდ ლოპესი დაიბრუნა

იტალიური “ნაპოლის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი დავიდ ლოპესი კარიერას ბარსელონას “ესპანიოლში” გააგრძელებს. ამის შესახებ კატალონური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 26 წლის ნახევარმცველმა მშობლიურ გუნდს ბედი 4 წლით დაუკავშირა, ხოლო “ნაპოლიმ” გარიგების სანაცვლოდ 4.5 მილიონი ევრო მიიღო.

ლოპესი “ესპანიოლის” აკადემიის აღზრდილია და ნეაპოლში 2014 წლის ზაფხულში სწორედ ამ გუნდიდან გადაბარგდა. განვლილ ორ სეზონში მან “ნაპოლის” რიგებში იტალიის ჩემპიონატში 57 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა. “ესპანიოლში” კი აქამდე 36 შეხვერდაში თავი ასევე ორჯერ გამოუჩენია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101272